1. 32-ე მუხლში მოხსენიებულ გაერთიანების ყოველ რეფერალურ ლაბორატორიად წევრმა სახელმწიფოებმა უნდა დაამტკიცონ ერთი ან მეტი ეროვნული რეფერალური ლაბორატორია. წევრ სახელმწიფოს შეუძლია დაასახელოს სხვა წევრ სახელმწიფოში განლაგებული, „ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის“ (EFTA) წევრი ლაბორატორია და ასევე ერთი ლაბორატორია შესაძლოა ასრულებდეს ერთზე მეტი წევრი სახელმწიფოსათვის ეროვნული რეფერალური ლაბორატორიის როლს.

2. ამ რეფერალურმა ლაბორატორიებმა უნდა:

(a) ითანამშრომლონ გაერთიანების ლაბორატორიებთან უფლებამოსილების ფარგლებში;

(b) უფლებამოსილების ფარგლებში კოორდინირება გაუწიონ იმ ოფიციალური ლაბორატორიების საქმიანობას, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ნიმუშების აღებაზე მე-11 მუხლის შესაბამისად;

(c) საჭიროებისამებრ ჩაატარონ შედარებითი ტესტები ოფიციალურ ეროვნულ ლაბორატორიებს შორის და მათი დასრულების შემდეგ, გააკეთონ შესაბამისი დასკვნები;

(d) უზრუნველყონ უფლებამოსილი ორგანოებისადმი და ოფიციალური ეროვნული ლაბორატორიებისადმი იმ ინფორმაციის მიწოდება, რომელსაც მათ აწვდის გაერთიანების რეფერალური ლაბორატორია;

(e) უზრუნველყონ უფლებამოსილი ორგანოს მეცნიერული და ტექნიკური მხარდაჭერა 53-ე მუხლის შესაბამისად მიღებული კოორდინირებული საკონტროლო გეგმების განსახორციელებლად;

(f) პასუხისმგებელია სხვა კონკრეტული მოვალეობების შესრულებაზე 62(3)-ე მუხლში მოხსენიებული პროცედურის შესაბამისად არსებული დამატებითი სახელმწიფო ვალდებულებების შეზღუდვის გარეშე.

3. მე-12(2) და (3) მუხლი ვრცელდება ეროვნულ რეფერალურ ლაბორატორიებზე.

4. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მიაწოდონ კომისიას, გაერთიანების შესაბამის რეფერალურ ლაბორატორიას და სხვა წევრ სახელმწიფოებს თითოეული ეროვნული რეფერალური ლაბორატორიის სახელწოდება და მისამართი.

5. წევრმა სახელმწიფოებმა, რომელთაც აქვთ ერთზე მეტი ეროვნული რეფერალური ლაბორატორია, გაერთიანების საკონტროლო ლაბორატორიისათვის უნდა უზრუნველყონ ამ ლაბორატორიების მჭიდრო თანამშრომლობა ერთმანეთთან, რათა მოხდეს სხვა ეროვნულ ლაბორატორიებსა და გაერთიანების ლაბორატორიებთან ეფექტური კოორდინირება.

6. ეროვნული რეფერალური ლაბორატორიების დამატებითი ვალდებულებანი და ამოცანები შეიძლება განისაზღვროს 62(3)-ე მუხლით განსაზღვრული წესის შესაბამისად.

7. პირველი-მეხუთე აბზაცები შეზღუდვების გარეშე ვრცელდება უფრო კონკრეტულ წესებზე. კერძოდ, კი რეგულაციის (EC) No 999/2001 VI თავსა და დირექტივის 96/23/EC მე-14 მუხლზე.

კარი IV

ადმინისტრაციული დახმარება და თანამშრომლობა ცხოველების საკვებისა და სურსათის სფერო