1. თუ ცხოველის საკვებსა და სურსათზე განხორციელებული სახელმწიფო კონტროლის შედეგად საჭირო იქნება ერთზე მეტ წევრ სახელმწიფოში ქმედებების განხორციელება, შესაბამისი წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილმა ორგანოებმა ერთმანეთის მიმართ ადმინისტრაციული დახმარება უნდა უზრუნველყონ.
2. უფლებამოსილმა ორგანოებმა უნდა უზრუნველყონ ადმინისტრაციული დახმარება მოთხოვნის შესაბამისად ან სპონტანურად, თუკი ეს აუცილებელია კვლევის მიზნებისთვის. ადმინისტრაციული დახმარება შეიძლება მოიცავდეს საჭიროების შემთხვევაში ადგილზე განხორციელებულ კონტროლში მონაწილეობას, რომელსაც ხელმძღვანელობს სხვა წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილები ორგანო.
3. 35-ე-მე-40 მუხლებმა არ უნდა შეზღუდონ იმ დოკუმენტების გაცემისათვის საჭირო ეროვნული კანონები, რომლებიც სასამართლო დოკუმენტაციასთანაა დაკავშირებული, ან ის წესები, რომლებიც მიზნად ისახავენ ბუნებრივი/ფიზიკური ან იურიდიული პირების კომერციული ინტერესების დაცვა