1. როცა უფლებამოსილი ორგანო მიიღებს ინფორმაციას მესამე ქვეყნისაგან იმის შესახებ, რომ ადგილი აქვს მოთხოვნების შეუსრულებლობას ან/და ადამიანის ან ცხოველის ჯანმრთელობას ექმნება საფრთხე, მან უნდა გადასცეს ეს ინფორმაცია სხვა წევრი სახელმწიფოების უფლებამოსილ ორგანოებს იმ შემთხვევაში, თუ იგი ჩათვლის რომ ისინი დაინტერესდებიან ან მოითხოვენ ასეთ ინფორმაციას. მან ასევე უნდა მიაწოდოს ასეთი ინფორმაცია კომისიას, თუ აღნიშნული მნიშვნელოვანია გაერთიანების დონეზე.

2. თუ მესამე ქვეყანამ თავის თავზე აიღო იურიდიული ვალდებულება საჭირო დახმარება გასწიოს იმ არასწორი ქმედებების დამადასტურებელი მტკიცებულებების მოსაგროვებლად, რომლებიც ეწინააღმდეგებიან შესაბამის ცხოველის საკვებისა და სურსათის შესახებ კანონს, წინამდებარე რეგულაციის თანახმად მიღებული ინფორმაცია უნდა მიეწოდოს მესამე ქვეყანას იმ უფლებამოსილი ორგანოების თანხმობის საფუძველზე, რომლებმაც მიაწოდეს ეს ინფორმაცია იმ კანონების შესაბამისად, რომლებიც შეეხება მესამე ქვეყნისათვის პირადი მონაცემების შესახებ ინფორმაციის მიწოდება