1. თუ საქონლის საბოლოო დანიშნულების ადგილზე ან მისი ტრანსპორტირების დროს განხორციელებული სახელმწიფო კონტროლისას, დანიშნულების ადგილის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანო დაადგენს, რომ ეს საქონელი არ შეესაბამება ცხოველის საკვებისა და სურსათის შესახებ კანონს და ადამიანის ან ცხოველების ჯანმრთელობას რისკის ქვეშ აყენებს, ან წარმოადგენს საკვებისა და სურსათის შესახებ კანონის სერიოზულ დარღვევას, იგი დაუყოვნებლივ უნდა დაუკავშირდეს გამგზავნი წევრი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს.

2. გამგზავნი წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილმა ორგანომ უნდა გამოიკვლიოს საკითხი, მიიღოს ყველა საჭირო ზომა და შეატყობინოს დანიშნულების ადგილის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოს, განხორციელებული სახელმწიფო კონტროლისა და მოკვლევის, ასევე მიღებული გადაწყვეტილებებისა და მათი მიღების მიზეზების შესახებ.

3. თუ დანიშნულების ადგილის უფლებამოსილ ორგანოს აქვს მიზეზი იფიქროს, რომ ასეთი ზომები არაადეკვატურია, ორი წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილმა ორგანოებმა ერთად უნდა ეძებონ გზები და საშუალებები სიტუაციის გამოსასწორებლად და საჭიროების შემთხვევაში 36(3)-(4)-ე მუხლის შესაბამისად განახორციელონ ერთობლივი შემოწმება ადგილზე. მათ უნდა შეატყობინონ კომისიას, თუ ისინი ვერ შეთანხმდნენ შესაბამის ზომებთან დაკავშირები