1. დასაბუთებული თხოვნის მიღებისთანავე, განცხადების მიმღებმა უფლებამოსილმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს განმცხადებელი უფლებამოსილი ორგანო საჭირო ინფორმაციითა და დოკუმენტებით, რაც ამ უკანასკნელს შესაძლებლობას მისცემს შეამოწმოს საკვებისა და სურსათის კანონის შესრულება მისი იურისდიქციის ფარგლებში. აღნიშნული მიზნისათვის განცხადების მიმღებმა უფლებამოსილმა ორგანომ უნდა ჩაატაროს ადმინისტრაციული გამოკითხვა ამ ინფორმაციისა და დოკუმენტაციის მოსაპოვებლად.
2. პირველი აბზაცით გათვალისწინებული ინფორმაცია და დოკუმენტები დაუყოვნებლივ უნდა გადაიგზავნოს. დოკუმენტები შესაძლოა გაიგზავნოს ორიგინალის ან ასლის სახით.
3. განმცხადებელ და განცხადების მიმღებ ორგანოებს შორის შეთანხმების საფუძველზე, განმცხადებელი ორგანოს მიერ დანიშნულ პერსონალს შეუძლია დაესწროს ამ ადმინისტრაციულ გამოკითხვას.
ამგვარი გამოკითხვები ყოველთვის უნდა განხორციელდეს განცხადების მიმღები ორგანოს პერსონალის მიერ. განმცხადებელი ორგანოს პერსონალს საკუთარი ინიციატივით არ შეუძლია გამოიყენოს გამოკითხვის ჩატარების ის უფლება, რომელიც მინიჭებული აქვთ განცხადების მიმღები ოფიციალური ორგანოების თანამშრომლებს. თუმცა, მათ ხელი უნდა მიუწვდებოდეთ იგივე საწარმოებზე და დოკუმენტაციაზე, როგორც ამ უკანასკნელს, თავიანთი შუამავლის მეშვეობით და განხორციელებული ადმინისტრაციული გამოკვლევის მიზნით.
4. განმცხადებელი ორგანოს პერსონალმა, რომელიც იმყოფება სხვა წევრ სახელმწიფოში, მე-3 აბზაცის შესაბამისად ნებისმიერ დროს უნდა შეძლოს გასცეს წერილობითი უფლებამოსილება მათი ვინაობისა და ოფიციალური შესაძლებლობების მითითები