1. (a) უფლებამოსილმა ორგანოებმა უნდა დააწესონ საკვებისა და სურსათის ბიზნესოპერატორებისათვის პროცედურები, რომელთა შესრულება მათ ევალებათ თავიანთი დაწესებულების დარეგისტრირების მოთხოვნის შემთხვევაში რეგულაციის (EC) No …/…, დირექტივის 95/69/EC, ან კვების ჰიგიენის შესახებ მომავალი რეგულაციის შესაბამისად.
(b) მათ უნდა შეადგინონ და მუდმივად განაახლონ რეგისტრირებული საკვებისა და სურსათის ბიზნესოპერატორების სია, ხოლო თუ სხვა მიზნებისათვის შედგენილი ასეთი სია უკვე არსებობს, მისი გამოყენება შესაძლებელია წინამდებარე რეგულაციის მიზნებისთვისაც.
2. (a) უფლებამოსილმა ორგანოებმა უნდა დააწესონ საკვებისა და სურსათის ბიზნესოპერატორებისათვის პროცედურები, რომელთა შესრულება მათ ევალებათ თავიანთი დაწესებულების დარეგისტრირების მოთხოვნის შემთხვევაში რეგულაციის (EC) No …/… (36), რეგულაციის (EC) No …/…(37), ან კვების ჰიგიენის შესახებ მომავალი რეგულაციის შესაბამისად.
(b) ცხოველის საკვებისა და სურსათის ბიზნესოპერატორისაგან სანქცირების შესახებ განაცხადის მიღებისთანავე, უფლებამოსილმა ორგანომ უნდა განახორციელოს ობიექტის ადგილზე დათვალიერება;
(c) მან უნდა გასცეს დასტური საწარმოს მიერ შესაბამისი საქმიანობის განხორციელებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ცხოველის საკვებისა და სურსათის ბიზნესოპერატორმა აჩვენა, რომ იგი აკმაყოფილებს ცხოველის საკვებისა და სურსათის შესახებ კანონის შესაბამის მოთხოვნებს;
(d) უფლებამოსილმა ორგანომ შეიძლება გასცეს წინასწარი დასტური თუ აღმოჩნდება, რომ საწარმო აკმაყოფილებს ინფრასტრუქტურისა და აღჭურვილობის მიმართ ყველა მოთხოვნას. ან გასცეს სრული დასტური, თუ წინასწარი დასტურის გაცემიდან სამი თვის განმავლობაში განხორციელებული საწარმოში ჩატარებული განმეორებითი სახელმწიფო კონტროლის შედეგად აღმოჩნდება, რომ საწარმო აკმაყოფილებს ცხოველის საკვებისა და სურსათის შესახებ კანონის სხვა შესაბამის მოთხოვნებს. თუ ადგილი ექნება რეალურ წინსვლას, მაგრამ საწარმო კვლავ არ აკმაყოფილებს ყველა შესაბამის მოთხოვნას უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია გააგრძელოს წინასწარი დასტურის მოქმედების ვადა. თუმცა, მთლიანობაში იგი არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს;
(e) სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას უფლებამოსილმა ორგანომ უნდა შეამოწმოს დაწესებულების მუშაობისთვის გაცემული დასტური. თუ უფლებამოსილი ორგანო აღმოაჩენს სერიოზულ ნაკლოვანებებს ან განმეორებით აჩერებს საწარმოო პროცესს და თუ ცხოველის საკვებისა და სურსათის ბიზნესოპერატორს არ შეუძლია უზრუნველყოს შესაბამისი გარანტიები საწარმოს მომავალი ფუნქციონირებისათვის, უფლებამოსილი ორგანო უნდა შეუდგეს დაწესებულების მუშაობისათვის გაცემული დასტურის გაუქმების პროცედურას. თუმცა, უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია დროებით შეაჩეროს ეს პროცესი, თუ ცხოველის საკვებისა და სურსათის ბიზნესოპერატორი შეძლებს იმის გარანტირებას, რომ იგი გონივრულ ვადაში აღმოფხვრის აღნიშნულ ნაკლოვანებებს;
(f) უფლებამოსილმა ორგანოებმა უნდა აწარმოონ მათ მიერ დამტკიცებული ორგანიზაციების განახლებული სიები და გახადონ ისინი სხვა წევრი სახელმწიფოებისა და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი 62(3)-ე მუხლით განსაზღვრული წესის შესაბამისად.
კარი III
რეფერალური ლაბორატორიე