1. VII დანართში მოხსნიებული საკვებისა და სურსათის რეფერალური ლაბორატორიები უნდა იყვნენ პასუხისმგებელნი შემდეგზე:

(a) ანალიტიკური მეთოდების შესახებ დეტალური ინფორმაციით, მათ შორის რეფერალური მეთოდების შესახებ ეროვნული რეფერალური ლაბორატორიების უზრუნველყოფაზე;

(b) ეროვნული ლაბორატორიების მიერ (a) პუნქტში მოხსენიებული მეთოდების გამოყენების კოორდინირებაზე, კონკრეტულად კი შედარებითი ტესტირების ორგანიზებასა და მისი ჩატარების შემდეგ საჭირო ზომების მიღებაზე საერთაშორისოდ აღიარებული პროტოკოლების შესაბამისად;

(c) უფლებამოსილების ფარგლებში ახალი ანალიტიკური მეთოდების დასანერგად საჭირო პრაქტიკული ღონისძიებების კოორდინირებაზე და ეროვნული რეფერალური ლაბორატორიებისათვის ამ სფეროში არსებული მიღწევების შესახებ ინფორმირებაზე;

(d) საწყისი და შემდგომი განათლების სასწავლო კურსების ჩატარებაზე ეროვნული რეფერალური ლაბორატორიების პერსონალისა და განვითარებადი ქვეყნების ექსპერტების პროფესიული განვითარებისთვის;

(e) გაერთიანებისთვის სამეცნიერო და ტექნიკური დახმარების უზრუნველყოფაზე, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როცა წევრი სახელმწიფოები ასაჩივრებენ ანალიზების შედეგებს;

(f) მესამე ქვეყნებში ცხოველების საკვებისა და სურსათის ანალიზებზე პასუხისმგებელ ლაბორატორიებთან თანამშრომლობაზე.

2. გაერთიანების რეფერალური ლაბორატორიები ცხოველთა ჯანმრთელობის სექტორში პასუხისმგებელნი არიან:

(a) წევრ სახელმწიფოებში დაავადებების დიაგნოზირებისთვის საჭირო მეთოდების კოორდინირებაზე;

(b) წევრ სახელმწიფოებში დაავადებათა აფეთქების დიაგნოზირებაში აქტიურად მონაწილეობაზე პათოგენური იზოლატების მიღებით, რათა მოხდეს დადასტურებითი დიაგნოზის დადგენა, დაავადების დახასიათებია და ეპოზოოტიკური შესწავლა;

(c) სადიაგნოსტიკო მეთოდების ჰარმონიზაციის მიზნით ლაბორატორიულ დიაგნოზირებაში ექსპერტთა საწყისი ან შემდგომი განათლების სასწავლო კურსის მთელი გაერთიანების ტერიტორიაზე;

(d) უფლებამოსილების ფარგლებში ცხოველთა დაავადებების დიაგნოზირების მეთოდებთან დაკავშირებით თანამშრომლობაზე უფლებამოსილ ლაბორატორიებთან მესამე ქვეყნებში სადაც ეს დაავადებებია გავრცელებული;

(e) საწყისი და შემდგომი განათლების სასწავლო კურსების ჩატარებაზე ეროვნული რეფერალური ლაბორატორიის მუშაკებისა და განვითარებადი ქვეყნების ექსპერტებისათვის.

3. მე-12(2) და (3) მუხლი ვრცელდება გაერთიანების რეფერალურ ლაბორატორიებზე.

4. გაერთიანების რეფერალურმა ლაბორატორიებმა უნდა დააკმაყოფილონ შემდეგი მოთხოვნები. მათ უნდა:

(a) ჰყავდეთ სათანადოდ კვალიფიცირებული კადრები, რომელთაც გავლილი აქვთ შესაბამისი სასწავლო კურსი მათი კომპეტენციის სფეროში საჭირო დიაგნოსტიკურ და ანალიტიკურ მეთოდებში;

(b) გააჩნდეთ ის აღჭურვილობა და პროდუქტები, რომლებიც საჭიროა მათთვის მიცემული ამოცანების შესასრულებლად;

(c) გააჩნდეთ შესაბამისი ადმინისტრაციული ინფრასტრუქტურა;

(d) ჰქონდეთ იმის გარანტია, რომ მათი მუშაკები იცავენ ზოგიერთი საკითხის, შედეგებისა და კომუნიკაციების კონფიდენციალურ ხასიათს;

(e) გააჩნდეთ საერთაშორისო სტანდარტებისა და პრაქტიკის შესახებ საკმარისი ცოდნა;

(f) საჭიროების შემთხვევაში, შეძლონ მათ ხელთ არსებული ნივთიერებებისა და ქიმიური რეაქტივების და ასევე მათი მწარმოებლების და მიმწოდებლების განახლებული სიების წარდგენა;

(g) გაითვალისწინონ ეროვნულ და ევროპის კავშირის დონეზე ჩატარებული კვლევითი ღონისძიებები;

(h) ჰყავდეთ სათანადოდ მომზადებული პერსონალი გაერთიანების ფარგლებში მომხდარი საგანგებო სიტუაციებისათვის.

5. პირველ მუხლში მოხსენიებული სფეროების შესაბამისი გაერთიანების სხვა რეფერალური ლაბორატორიები შესაძლებელია შეტანილ იქნეს VII დანართში 62(3)-ე მუხლში განსაზღვრული წესის შესაბამისად. იგივე პროცედურების მიხედვით შესაძლებელია VII დანართის განახლებაც.

6. გაერთიანების რეფერალური ლაბორატორიების დამატებითი ვალდებულებანი და ამოცანები შეიძლება განისაზღვროს კომისიის მიერ 62(3)-ე მუხლით განსაზღვრული წესის შესაბამისად.

7. რეფერალურ ლაბორატორიებს შეიძლება გამოეყოს გაერთიანების ფინანსური დახმარება ვეტერინარიის სფეროში არსებული დანახარჯების შესახებ საბჭოს 1990 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილების 90/424/EEC(38) შესაბამისად.

8. რეფერალურ ლაბორატორიებზე შეიძლება განხორციელდეს გაერთიანების კონტროლი, რათა დადასტურდეს შესაბამისობა წინამდებარე რეგულაციის მოთხოვნებთან. თუ ამ კონტროლის შედეგად აღმოჩნდება, რომ ლაბორატორია არ შეესაბამება ამ მოთხოვნებს და არ ასრულებს მასზე დაკისრებულ ამოცანებს, მიღებულ უნდა იქნეს საჭირო ზომები 62(3)-ე მუხლით განსაზღვრული წესის შესაბამისად.

9. პირველი-მეშვიდე აბზაცები უნდა გავრცელდეს უფრო კონკრეტულ წესებზე მათი შეზღუდვის გარეშე, კერძოდ რეგულაციის (EC) No 999/2001 VI თავზე და დირექტივის 96/23/EEC მე-14 მუხლზ