1. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მოახდინონ მოსაკრებლებისა და გადასახადების ამოღება, რათა დაფარონ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების ხარჯები.
2. ასევე, IV დანართის A ქვეთავში და V დანართის A ქვეთავში მოხსენიებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ გადასახადების გადახდევინება.
3. მე-4 და მე-6 აბზაცების შეზღუდვის გარეშე, IV დანართის A ქვეთავში და V დანართის A ქვეთავში მოხსენიებულ კონკრეტულ ღონისძიებებთან დაკავშირებული გადასახადები არ უნდა იყოს IV დანართის B ქვეთავში და V დანართის B ქვეთავში მითითებულ მინიმალურ განაკვეთებზე დაბალი. თუმცა, გარდამავალ პერიოდში 2008 წლის 1 იანვრამდე, IV დანართის A ქვეთავში მოცემულ ღონისძიებებთან დაკავშირებით წევრმა სახელმწიფოებმა უნდა გააგრძელონ ამჟამად არსებული განაკვეთებით ხელმძღვანელობა დირექტივიდან 85/73/EEC გამომდინარე.
IV დანართის B ქვეთავში და V დანართის B ქვეთავში მითითებული განაკვეთების განახლება უნდა მოხდეს, სულ მცირე, ყოველ ორ წელიწადში 63(3)-ე მუხლით განსაზღვრული წესის შესაბამისად, კერძოდ ინფლაციის გათვალისწინებით.
4. სახელმწიფო კონტროლის მიზნებისათვის დაწესებული გადასახადი პირველი და მეორე აბზაცების შესაბამისად:
(a) არ უნდა აღემატებოდეს პასუხისმგებელი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაწეულ ხარჯებს VI დანართში ჩამოთვლილ პუნქტებთან მიმართებაში; და
(b) უფლებამოსილი ორგანოების მიერ გაწეული ხარჯების საფუძველზე ან, შესაბამის შემთხვევებში, შეიძლება მოხდეს ფიქსირებული ტარიფის დადგენა IV დანართის B ქვეთავში ან V დანართის B ქვეთავში მოცემულ რაოდენობებზე დაყრდნობით.
5. გადასახადის დაწესებისას წევრმა სახელმწიფოებმა უნდა გაითვალისწინონ:
(a) საქმიანობის ტიპი და შესაბამისი რისკის ფაქტორები;
(b) დაბალი მწარმოებლურობის მქონე საწარმოთა ინტერესები;
(c) წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ტრადიციული მეთოდები;
(d) იმ საწარმოთა საჭიროებები, რომლებიც მდებარეობენ გეოგრაფიული შეზღუდვის მქონე რეგიონებში.
6. როდესაც საკვებისა და სურსათის საწარმოს მიერ განხორციელებული თვით-კონტროლისა და მიკვლევადობის სისტემების, ასევე გარკვეული ტიპის საკვებისა და სურსათის სახელმწიფო კონტროლის ან კონტროლის ღონისძიების შედეგად დადგენილი შესაბამისობის გათვალისწინებით ხორციელდება სახელმწიფო კონტროლი შემცირებული სიხშირით, ასევე მე-5(b)-(d) აბზაცში მოცემული კრიტერიუმების მხედველობაში მიღებით, წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ დააწესონ სახელმწიფო კონტროლის გადასახადი მე-4(b) აბზაცში მოცემულ მინიმალურ განაკვეთებზე დაბლა იმ პირობით, რომ შესაბამისი წევრი სახელმწიფო წარუდგენს კომისიას ანგარიშს, სადაც მოცემული იქნება:
(a) შესაბამისი ცხოველის საკვების ან სურსათის ან ღონისძიების ტიპი;
(b) ცხოველის საკვების და სურსათის საწარმოში განხორცილებული კონტროლი;
(c) საფასურის შემცირების გამოანგარიშების მეთოდი.
7. როცა უფლებამოსილი ორგანო ერთდროულად ახორციელებს რამდენიმე სახელმწიფო კონტროლს ერთსა და იმავე საწარმოში, მან ეს კონტროლი ერთ ღონისძიებად უნდა მიიჩნიოს და მისი შესრულებისათვის დააწესოს ერთიანი გადასახადი.
8. იმპორტის კონტროლთან დაკავშირებული გადასახადები გადახდილი უნდა იქნეს ბიზნესოპერატორის ან მისი წარმომადგენლის მიერ იმპორტის კონტროლზე პასუხისმგებელი უფლებამოსილი ორგანოსათვის.
9. გადასახადების უკან დაბრუნება არ შეიძლება მოხდეს პირდაპირი ან არაპირდაპირი გზებით, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ მოხდება მათი დარღვევით გადახდევინება.
10. 28-ე მუხლში მოხსენიებული ხარჯებიდან წარმოქმნილი დანახარჯების შეზღუდვის გარეშე, წევრ სახელმწიფოებს არ აქვთ უფლება გადაახდევინონ სხვა რაიმე გადასახადი გარდა იმ გადასახადებისა, რომლებიც მოხსენიებულია წინამდებარე მუხლში ამ რეგულაციის განსახორციელებლად.
11. ოპერატორებმა ან სხვა შესაბამისმა საწარმოებმა ან მათმა წარმომადგენლებმა უნდა მიიღონ გადასახადის დაგახდის შესახებ დასტური.
12. წევრმა სახელმწიფოებმა საჯარო უნდა გახადონ გადასახადების გამოანგარიშების მეთოდი და აცნობონ ამის შესახებ კომისიას. კომისიამ უნდა გამოიკვლიოს, თუ რამდენად შეესაბამება ეს მოსაკრებლები წინამდებარე რეგულაციის მოთხოვნებ