1. უფლებამოსილმა ორგანომ უნდა დაუშვას პარტიის გადაგზავნა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:

(a) დანიშნულების ადგილი შეთანხმებულია ცხოველის საკვებისა და სურსათის ბიზნესოპერატორთან, რომელიც პასუხისმგებელია ამ აღნიშნულ პარტიაზე; და

(b) საკვებისა და სურსათის ბიზნესოპერატორმა პირველმა შეატყობინა წარმოშობის მესამე ქვეყნის უფლებამოსილ ორგანოს ან დანიშნულების მესამე ქვეყანას, თუ იგი განსხვავებულია, იმ მიზეზებისა და გარემოებების შესახებ, რომლებიც ხელს უშლიან გაერთიანების შიგნით შესაბამისი ცხოველების საკვებისა და სურსათის ბაზარზე განთავსებას; და

(b) თუ დანიშნულების მესამე ქვეყანა არ წარმოადგენს წარმოშობის მესამე ქვეყანას, დანიშნულების მესამე ქვეყნის უფლებამოსილმა ორგანომ უნდა შეატყობინოს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს ტვირთის მისაღებად მისი მზადყოფნის შესახებ.

2. იმ ეროვნული კანონების შეზღუდვის გარეშე, რომლებიც განსაზღვრავს ექსპერტის დამატებითი დასკვნისათვის მიმართვის ვადებს, იმ შემთხვევაში როცა სახელმწიფო კონტროლის შედეგი არ გამორიცხავს აღნიშნულს, გადაგზავნა უნდა განხორციელდეს, როგორც წესი არა უმეტეს 60 დღის ვადაში უფლებამოსილი ორგანოს მიერ პარტიის საბოლოო დანიშნულების ადგილთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მიღების დღიდან, თუ არ იქნა მიღებული სამართლებრივი ხასიათის ზომები. თუ 60 დღიანი პერიოდის ამოწურვის შემდეგ, არ მოხდება პარტიის გადაგზავნა, ის უნდა განადგურდეს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც შეყოვნება დასაბუთებულია.

3. პარტიის გაგზავნის ან უარყოფის მიზეზების დადასტურების მოლოდინის პერიოდში, ხდება პარტიის სახელმწიფო დაკავების ქვეშ მოთავსება უფლებამოსილი ორგანოს მიერ.

4. უფლებამოსილმა ორგანომ უნდა აცნობოს კომისიას და სხვა წევრ სახელმწიფოებს რეგულაციის (EC) No 178/2002 50(3)-ე მუხლში მოცემული პროცედურის შესაბამისად და მისი გადაწყვეტილებების შესახებ უნდა შეატყობინოს საბაჟო სამსახურებს. უფლებამოსილმა ორგანოებმა უნდა ითანამშრომლონ VI კარის შესაბამისად, რათა მიიღონ შემდგომი ზომები, რომლითაც დასტურდება უარყოფილი პარტიის ხელახალი შემოტანის შეუძლებლობა გაერთიანების შიგნი