1. უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია სახელმწიფო დაკავების ქვეშ მოათავსოს მესამე ქვეყნებიდან შემოსული ისეთი ცხოველის საკვები და სურსათი, რომელიც არ შეესაბამება ცხოველის საკვებისა და სურსათის შესახებ კანონს და ამ პარტიაზე პასუხისმგებელი ცხოველის საკვებისა და სურსათის ბიზნესოპერატორების ახსნა-განმარტების მოსმენის შემდეგ მან უნდა მიიღოს შემდეგი ზომები ცხოველის საკვებთან და სურსათთან მიმართებაში:
(a) ბრძანოს აღნიშნული ცხოველების საკვებისა და სურსათის განადგურება, მათი დამუშავება სპეციალური მეთოდით მე-20 მუხლის შესაბამისად, ან გადაგზავნა გაერთიანების ტერიტორიის გარეთ 21-ე მუხლის თანახმად; სხვა შესაბამისი ზომებიც, როგორიცაა ცხოველის საკვებისა და სურსათის თავდაპირველი დანიშნულების გარდა, სხვა მიზნებისათვის გამოყენება, ასევე შეიძლება იქნეს მიღებული;
(b) თუ ცხოველების საკვებისა და სურსათის ბაზარზე გატანა უკვე განხორციელდა, უნდა მოხდეს მისი მონიტორინგი. საჭიროების შემთხვევაში კი, უნდა გაიცეს მისი უკან გამოთხოვნის ან ბაზრიდან ამოღების ბრძანება ზემოაღნიშნული ერთ რომელიმე ზომის მიღებამდე;
(c) დაადასტუროს, რომ ცხოველების საკვებსა და სურსათს არ მოაქვს რაიმე ზიანი ადამიანისათვის ან მისი ჯანმრთელობისათვის პირდაპირ ან გარემოს მეშვეობით (a) და (b) ქვეაბზაცებში მოყვანილი ზომების განხორციელების დროს ან მანამდე.
2. თუ მაინც:
(a) მე-14 და მე-15 მუხლებში მოცემული სახელმწიფო კონტროლი უჩვენებს, რომ პარტია ზიანის მომტანი ან საფრთხის შემქმნელია ადამიანის ან ცხოველის ჯანმრთელობისათვის, უფლებამოსილმა ორგანომ უნდა განათავსოს აღნიშნული პარტია სახელმწიფო დაკავების ქვეშ მისი განადგურების ან სხვა შესაბამისი ზომის მიღებამდე, რათა დაიცვას ადამიანის ან ცხოველის ჯანმრთელობა;
(b) არაცხოველური წარმოშობის ცხოველის საკვები და სურსათი, რომლისთვისაც დადგენილია გამკაცრებული კონტროლის ჩატარება მე-15(5) მუხლის შესაბამისად, არ არის წარმოდგენილი სახელმწიფო კონტროლზე ან არ არის წარმოდგენილი სახელმწიფო კონტროლზე მე-17 მუხლის შესაბამისად დადგენილი კონკრეტული მოთხოვნის შესაბამისად, უფლებამოსილმა ორგანომ უნდა გასცეს ბრძანება მის დაუყოვნებლივ უკან გამოთხოვაზე და სახელმწიფო დაკავების ქვეშ განთავსებაზე. მოგვიანებით კი ის უნდა გაანადგურონ ან გადაგზავნონ 21-ე მუხლის შესაბამისად.
3. თუ უფლებამოსილი ორგანო არ იძლევა ცხოველის საკვებისა და სურსათის შემოტანის უფლებას, მან უნდა შეატყობინოს კომისიას და სხვა წევრ სახელმწიფოებს მისი დაკვირვებებისა და შესაბამისი პროდუქტების იდენტიფიცირების შესახებ რეგულაციის (EC)No 178/2002 50(3)-ე მუხლის შესაბამისად და მისი გადაწყვეტილებები და პარტიის საბოლოო დანიშნულების ადგილი აცნობოს საბაჟო სამსახურებს.
4. კონკრეტულ პარტიასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები ექვემდებარება 54(3)-ე მუხლში მოხსენიებულ გასაჩივრების უფლება