განსახორციელებლად წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მოამზადონ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ოპერატიული გეგმები, რომლებშიც მოცემული იქნება გადაუდებლად განსახორციელებელი ზომები ვითარებაში, როცა ცხოველის საკვები და სურსათი სერიოზულ საფრთხეს უქმნის ადამიანებს ან ცხოველებს პირდაპირ ან გარემოს მეშვეობით.

2. აღნიშნული გეგმები უნდა აკონკრეტებდეს შემდეგს:

(a) საქმიანობაში ჩართულ ადმინისტრაციულ ორგანოებს;

(b) მათ პასუხისმგებლობებს და უფლებამოსილებებს; და

(c) შესაბამის მხარეებს შორის ინფორმაციის გაცვლის არხებსა და პროცედურებს.

3. წევრმა სახელმწიფოებმა, საჭიროებისამებრ, უნდა განიხილონ რეაგირების გეგმები, განსაკუთრებით კომპეტენტურ ორგანოთა ორგანიზებაში მომხდარ ცვლილებათა ჭრილში და გამოცდილებაზე დაყრდნობით, სიმულაციური სავარჯიშოებიდან მიღებული გამოცდილების ჩათვლით.

4. საჭიროების შემთხვევაში სათანადო ზომები უნდა იქნეს მიღებული 62(3)-ე მუხლში მოცემული პროცედურის შესაბამისად. ასეთი ზომების განხორციელების შემდეგ უნდა შემუშავდეს ჰარმონიზებული წესები საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმებისათვის რათა ისინი შეესაბამებოდნენ რეგულაციის (EC) No 178/2002 55-ე მუხლში მოცემული კრიზისის მართვის ზოგად გეგმას. მათ ასევე უნდა მიუთითონ ამ გეგმების შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილე დაინტერესებულ პირთა როლი.

თავი V

მესამე ქვეყნიდან შემოტანილი ცხოველური წარმოშობის ცხოველის საკვებსა და სურსათზე განხორციელებული სახელმწიფო კონტრო