1. სახელმწიფო კონტროლის კონტექსტში გამოყენებული ნიმუშების აღებისა და ანალიზის მეთოდები უნდა შეესაბამებოდეს გაერთიანების შესაბამის წესებს ან,(a) თუ ასეთი წესები არ არსებობს, საერთაშორისოდ აღიარებულ წესებსა ან პროტოკოლებს. მაგალითად, „სტანდარტიზაციის ევროპული კომიტეტის“ (CEN) მიერ აღიარებული ან ეროვნულ კანონმდებლობასთან შეთანხმებით მიღებული წესები; ან
(b) ზემოხსენებულის არარსებობის შემთხვევაში სხვა მეთოდებს, რომლებიც შეესაბამება კონკრეტულ მიზანს, ან რომლებიც შემუშავებულია სამეცნიერო პროტოკოლების შესაბამისად.
2. გარდა პირველ აბზაცში გათვალისწინებული შემთხვევებისა, ანალიზის მეთოდების ვალიდურობა დგინდება კონკრეტულ ლაბორატორიაში საერთაშორისოდ აღიარებული პროტოკოლის მიხედვით.
3. შესაძლებლობის არსებობის შემთხვევაში, ანალიზის მეთოდები უნდა განისაზღვროს III დანართში მოცემული შესაბამისი კრიტერიუმებით.
4. შემდეგი საიმპლემენტაციო ზომები შეიძლება მიღებულ იქნეს 62(3)-ე მუხლით განსაზღვრული წესის შესაბამისად:
(a) დავის შემთხვევაში გამოყენებული უნდა იქნეს ნიმუშების აღებისა და ანალიზის მეთოდები, დამადასტურებელი ან ეტალონური მეთოდების ჩათვლით;
(b) შესრულების კრიტერიუმები, ანალიზის პარამეტრები, გაზომვათა არასტაბილურობა; და (a) პუნქტში მოცემული მეთოდების ვალიდურობის დადგენის პროცედურები; და
(c) შედეგების განმარტების წესები.
5. უფლებამოსილმა ორგანოებმა უნდა შეიმუშაონ შესაბამისი წესები ცხოველის საკვებისა და სურსათის იმ ბიზნესოპერატორების, რომელთა პროდუქცია ექვემდებარება ნიმუშების აღებასა და ანალიზს, უფლებების უზრუნველსაყოფად, რომ გამოიყენონ დამატებითი ექსპერტის დასკვნა, უფლებამოსილი ორგანოების ვალდებულებაზე გავლენის გარეშე კრიტიკულ შემთხვევაში სწორი ზომების მისაღებად.
6. კერძოდ, მათ უნდა უზრუნველყონ, რომ ცხოველის საკვებისა და სურსათის ბიზნესოპერატორებმა შეძლონ მიიღონ დამატებითი საექსპერტო დასკვნისათვის საჭირო საკმარისი ნიმუშების რაოდენობა გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნული შეუძლებელია ვინაიდან საქმე ეხება მალფუჭებად პროდუქტებს ან არსებული სუბსტრატის ძალიან მცირე რაოდენობას.
7. ნიმუშების აღება, შეგროვება და ეტიკეტირება უნდა მოხდეს ისე, რომ უზრუნველყოფილ იქნეს მათი, როგორც სამართლებრივი ისე ანალიტიკური ვარგისიანობ