1. სახელმწიფო კონტროლთან დაკავშირებული ამოცანები, როგორც წესი, უნდა განხორციელდეს კონტროლის შესაბამისი მეთოდებისა და ტექნიკის გამოყენებით, მათ შორის როგორიცაა მონიტორინგი, ზედამხედველობა, შემოწმება, აუდიტი, ინსპექტირება, ნიმუშების აღება და ანალიზი.

2. ცხოველის საკვებისა და სურსათის სახელმწიფო კონტროლი უნდა ითვალისწინებდეს შემდეგ ღონისძიებებს:

(a) ცხოველის საკვებისა და სურსათის ბიზნესოპერატორების მიერ გამოყენებული კონტროლის სისტემების შემოწმება და მათი შემოწმების შედეგები;

(b) შემდეგი პუნქტების ინსპექტირება:

(i) პირველადი წარმოების მოწყობილობები, ცხოველის საკვებისა და სურსათის საწარმოები, მათ შორის საწარმოების მიმდებარე ტერიტორია, შენობა-ნაგებობები, ოფისები, აპარატურა-დანადგარები, ინსტალაციები და დანადგარები, ტრანსპორტისა და ცხოველის საკვებისა და სურსათის ჩათვლით;

(ii) ნედლეული, ინგრედიენტები, გადამუშავების დამხმარე საშუალებები და სხვა პროდუქტები, რაც აუცილებელია ცხოველის საკვებისა და სურსათის წარმოებისათვის;

(iii) ის მასალები და პროდუქტები, რომლებიც შედიან პირდაპირ კონტაქტში სურსათთან:

(iv) საწმენდი და სარემონტო საშუალებები და პროცესები, და პესტიციდები;

(v) ეტიკეტირება, წარდგენა და რეკლამირება;

(c) ცხოველის საკვებისა და სურსათის ბიზნესოპერატორების ჰიგიენის პირობების შემოწმება;

(d) კარგი საწარმოო პრაქტიკის (GMP), კარგი ჰიგიენის პრაქტიკის (GHP), კარგი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკისა და საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის პროცედურების შეფასება გაერთიანების კანონმდებლობის შესაბამისად დადგენილი ინსტრუქციების გამოყენების გათვალისწინებით;

(e) წერილობითი მასალისა და სხვა დოკუმენტაციის შემოწმება, რომლის მეშვეობითაც შეიძლება ხდებოდეს ცხოველის საკვებისა და სურსათის კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასება;

(f) ცხოველის საკვებისა და სურსათის ბიზნესოპერატორებთან და მათ პერსონალთან გასაუბრება;

(g) ცხოველის საკვებისა და სურსათის საწარმოების შეფასების მექანიზმების მიერ ნაჩვენები მონაცემები;

(h) უფლებამოსილი ორგანოს მიერ საკუთარი ინსტრუმენტების მეშვეობით განხორციელებული კონტროლი, რომელიც ადგენს თუ რამდენად მართებულია ცხოველის საკვებისა და სურსათის ბიზნესოპერატორების მიერ მიღებული ზომები;

(i) ნებისმიერი სხვა ქმედება, რომელიც საჭიროა იმისათვის, რომ უზრუნველყოფილ იქნეს წინამდებარე რეგულაციის მიზნების მიღწევა.

თავი III

ნიმუშების აღება და ანალი