1. უფლებამოსილმა ორგანომ უნდა შეარჩიოს ის ლაბორატორიები, რომლებიც შეძლებენ სახელმწიფო კონტროლის დროს აღებული ნიმუშების ანალიზს.

2. თუმცა, უფლებამოსილ ორგანოებს შეუძლიათ მხოლოდ იმ ლაბორატორიების განსაზღვრა, რომლებიც მუშაობენ, მოწმდებიან და აკრედიტებულნი არიან შემდეგი ევროპული სტანდარტების მიხედვით:

(a) EN ISO/IEC /17025 „საერთო მოთხოვნები საგამოცდო და საკალიბრებელი ლაბორატორიების კომპეტენტურობისადმი“;

(b) EN 45002 „საგამოცდო ლაბორატორიების შეფასების ზოგადი კრიტერიუმები“;

(c) EN 45003 „საერთო მოთხოვნები საგამოცდო და საკალიბრებელი ლაბორატორიების აკრედიტაციის სისტემის მუშაობისა და აღიარებისათვის“ გაერთიანების ცხოველის საკვებისა და სურსათის შესახებ კანონში მოცემული ტესტირების სხვადასხვა მეთოდების კრიტერიუმების გათვალისწინებით.

3. მე-2 აბზაცში მოხსენიებული საგამოცდო ლაბორატორიების აკრედიტაცია და შეფასება შესაძლოა უკავშირდებოდეს ინდივიდუალურ ტესტებს ან მათ ჯგუფს.

4. უფლებამოსილმა ორგანომ შესაძლოა გააუქმოს პირველ აბზაცში მითითებული უფლება კონტროლზე იმ შემთხვევაში, თუ არ ხდება მე-2 აბზაცში მოცემული პირობების შესრულება.

თავი IV

კრიზისის მართ