1. უფლებამოსილმა ორგანოებმა უნდა განახორციელონ სახელმწიფო კონტროლი დოკუმენტირებული პროცედურების შესაბამისად. ეს პროცედურები უნდა შეიცავდნენ სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი პერსონალისათვის განკუთვნილ ინფორმაციას და ინსტრუქციებს, II დანართის II თავში მოცემული სფეროების ჩათვლით.

2. წევრ სახელმწიფოებს უნდა გააჩნდეთ მოქმედი სამართლებრივი პროცედურები იმისათვის, რომ უზრუნველყონ უფლებამოსილი ორგანოების პერსონალისთვის იმ შენობა-ნაგებობების და დოკუმენტაციის ხელმისაწვდომობა, რომელსაც ფლობს ცხოველის საკვებისა და სურსათის ბიზნესოპერატორი, რათა აღნიშნულმა პერსონალმა შეძლოს დაკისრებული ამოცანების სათანადოდ შესრულება.

3. უფლებამოსილი ორგანოები უნდა ფლობდნენ ყველა საჭირო პროცედურას რათა:

(a) შეამოწმონ მათ მიერ ჩატარებული სახელმწიფო კონტროლის ეფექტურობა; და

(b) საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყონ, მაკორექტირებელი ზომების მიღება და პირველ აბზაცში მოცემული დოკუმენტაციის განახლება.

4. კომისიამ შეიძლება შეიმუშაოს სახელმწიფო კონტროლის განხორციელების ინსტრუქციები 62(2)-ე მუხლში მოცემული წესის შესაბამისად.

კერძოდ, აღნიშნული ინსტრუქციები უნდა შეიცავდეს რეკომენდაციებს შემდეგი სახის სახელმწიფო კონტროლთან დაკავშირებით:

(a) საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის (HACCP) პრინციპების განხორციელება;

(b) მართვის სისტემები, რომლითაც ხელმძღვანელობენ ცხოველის საკვებისა და სურსათის ბიზნესოპერატორები, ცხოველის საკვებისა და სურსათის შესახებ კანონის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

(c) ცხოველის საკვებისა და სურსათის მიკრობიოლოგიური, ფიზიკური და ქიმიური უვნებლობ