1. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ სახელმწიფო კონტროლის რეგულარულად განხორციელება საჭირო სიხშირით და არსებული რისკიდან გამომდინარე, რათა მიღწეულ იქნეს წინამდებარე რეგულაციის მიზნები შემდეგის გათვალისწინებით:
(a) ცხოველებთან, ცხოველის საკვებთან და სურსათთან, ცხოველის საკვებსა და სურსათთან დაკავშირებულ საქმიანობასთან, ცხოველის საკვების ან სურსათის გამოყენებასთან ან ნებისმიერ პროცესთან, მასალასთან, ნივთიერებასთან, ღონისძიებასთან ან ქმედებასთან დაკავშირებით გამოვლენილი რისკები, რომლებმაც შესაძლოა გავლენა მოახდინონ ცხოველის საკვებისა და სურსათის უვნებლობაზე, ცხოველების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე;
(b) ცხოველის საკვებისა და სურსათის ოპერატორების საქმიანობის შესახებ განვლილი პერიოდის მონაცემების შესაბამისობა, ცხოველის საკვებისა და სურსათის შესახებ კანონის ან ცხოველების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის წესებთან დაკავშირებით;
(c) ნებისმიერი საკუთარი ძალებით აქამდე განხორციელებული კონტროლის საიმედოობა; და
(d) ნებისმიერი შეუსაბამობის შესახებ არსებული ინფორმაცია.
2. სახელმწიფო კონტროლი უნდა განხორციელდეს წინასწარი გაფრთხილების გარეშე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ტარდება აუდიტი, რომლის ჩატარების შესახებ ცხოველის საკვებისა და სურსათის ბიზნესოპერატორს წინასწარ ეგზავნება შეტყობინება.
სახელმწიფო კონტროლის განხორციელება ასევე შესაძლებელია კონკრეტული შემთხვევიდან გამომდინარე.
3. სახელმწიფო კონტროლი უნდა განხორციელდეს ცხოველის საკვებისა და სურსათის და ცხოველებისა და ცხოველური წარმოშობის პროდუქტების წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ნებისმიერ ეტაპზე. იგი უნდა შეიცავდეს ცხოველის საკვებისა და სურსათის საწარმოების, ცხოველის საკვებისა და სურსათის გამოყენების, მისი შენახვის, ნებისმიერი დაკავშირებული პროცესის, მასალის, ნივთიერების, ღონისძიებისა თუ ქმედების კონტროლს, მათ შორის ცხოველის საკვებისა და სურსათის და ცოცხალი ცხოველების გადაყვანისათვის გამოყენებულ სატრანსპორტო საშუალებებს, რაც მოითხოვება წინამდებარე რეგულაციის მიზნების მისაღწევად.
4. სახელმწიფო კონტროლი უნდა განხორციელდეს თანაბარი სიფრთხილით გაერთიანების ფარგლებს გარეთ განხორციელებულ ექსპორტზე, გაერთიანების ტერიტორიაზე არსებულ ბაზარზე პროდუქციის შემოტანასა და I დანართში მოცემულ ტერიტორიებზე მესამე ქვეყნებიდან შემოტანაზე.
5. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ ყველა საჭირო ზომა, რათა უზრუნველყონ სხვა წევრ სახელმწიფოში გასაგზავნი პროდუქციის კონტროლი იმავე სიფრთხილით, როგორც ეს მოხდებოდა მათ საკუთარ ტერიტორიაზე არსებულ ბაზარზე პროდუქტის განთავსების შემთხვევაში.
6. დანიშნულების ადგილის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილმა ორგანომ შეიძლება შეამოწმოს ცხოველის საკვების და სურსათის შესაბამისობა ცხოველის საკვებისა და სურსათის შესახებ კანონთან არადისკრიმინაციული შემოწმების მეშვეობით. სახელმწიფო კონტროლის აუცილებლად საჭირო დონეზე განხორციელებისათვის წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ მოსთხოვონ იმ ბიზნესოპერატორებს, რომლებმაც მათ სხვა წევრი სახელმწიფოებიდან მიაწოდეს საქონელი, ასეთი საქონლის შემოტანის შესახებ შეტყობინების უზრუნველყოფა.
7. თუ დანიშნულების ადგილზე განხორციელებული შემოწმების, შენახვის ან ტრანსპორტირების დროს წევრი სახელმწიფო აღმოაჩენს, რომ ადგილი აქვს შეუსაბამობას, მან უნდა მიიღოს საჭირო ზომები, რომლებშიც შესაძლოა შედიოდეს ამ საქონლის გამომგზავნ წევრ სახელმწიფოში უკან გაგზავნა.
უფლებამოსილი ორგანოე