1. წინამდებარე რეგულაციაში მოცემულია სახელმწიფო კონტროლის განხორციელების ზოგადი წესები იმ კანონებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად, რომლებიც მიზნად ისახავენ:
(a) ადამიანებისათვის და ცხოველებისათვის პირდაპირი ან მათ საარსებო გარემოსთან დაკავშირებული რისკების თავიდან აცილებას, აღმოფხვრას ან მისაღებ დონემდე შემცირებას; და
(b) ცხოველის საკვებითა და სურსათით ვაჭრობაში სამართლიანობის პრინციპის უზრუნველყოფას და მომხმარებელთა ინტერესების დაცვას, მათ შორის ცხოველის საკვებისა და სურსათის ეტიკეტირებისა და მომხმარებლისთვის განკუთვნილი ინფორმაციის მიწოდების სხვა ფორმების ჩათვლით.
2. წინამდებარე რეგულაცია არ ვრცელდება სოფლის მეურნეობის პროდუქტების საერთო ბაზრის ორგანიზების წესებთან შესაბამისობის დასადგენად განხორციელებულ სახელმწიფო კონტროლზე.
3. წინამდებარე რეგულაციით არ უნდა შეზღუდოს გაერთიანების რაიმე კონკრეტული დებულება, რომელიც ეხება სახელმწიფო კონტროლს.
4. წინამდებარე რეგულაციით განსაზღვრული სახელმწიფო კონტროლის განხორციელება უნდა მოხდეს ცხოველის საკვებისა და სურსათის ბიზნესოპერატორების ძირითადი სამართლებრივი პასუხისმგებლობის, რომელიც გულისხმობს ცხოველის საკვებისა და სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფას რეგულაციის (EC) No 178/2002 შესაბამისად, და მათ მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობით გამოწვეული ნებისმიერი სამოქალაქო თუ სისხლის სამართლებრივი ხასიათის პასუხისმგებლობის გათვალისწინები