1. უფლებამოსილმა ორგანომ შესაძლოა სახელმწიფო კონტროლის განხორციელებასთან დაკავშირებული კონკრეტული დავალებების შესრულება დაავალოს ერთ ან მეტ მაკონტროლებელ ორგანოს მე-2 − 4 აბზაცების შესაბამისად.
ამოცანათა სია, რომელთა დელეგირება დაშვებულია ან დაუშვებელია, უნდა შედგეს 62(3)-ე მუხლით განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად.
აღსანიშნავია, რომ დაუშვებელია 54-ე მუხლში მოცემული ღონისძიებების დელეგირება.
2. უფლებამოსილმა ორგანომ შესაძლოა დაავალოს კონკრეტული დავალებების შესრულება რომელიმე ერთ მაკონტროლებელ ორგანოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:
(a) არსებობს მაკონტროლებელი ორგანოს მიერ შესასრულებელი ამოცანების და მათ შესასრულებლად საჭირო პირობების ზუსტი აღწერილობა;
(b) არსებობს იმის მტკიცებულება, რომ მაკონტროლებელ ორგანოს:
(i) გააჩნია საკმარისი გამოცდილება, აღჭურვილობა და ინფრასტრუქტურა მისთვის დელეგირებული ამოცანების შესასრულებლად;
(ii) ჰყავს შესაბამისად კვალიფიცირებული და გამოცდილი კადრების საკმარისი რაოდენობა; და
(iii) მისთვის დელეგირებული ამოცანების შესრულებისას არის მიუკერძოებელი და თავიდან აცილებულია ინტერესთა კონფლიქტი;
(c) მაკონტროლებელი ორგანო ფუნქციონირებს და აკრედიტებულია ევროპის სტანდარტის EN 45004 შესაბამისად, რომელიც ეხება „ინსპექტირების განმახორციელებელი სხვადასხვა ტიპის ორგანოთა მუშაობის ზოგად კრიტერიუმებს“ ან/და სხვა სტანდარტთან შესაბამისად, თუ აღნიშნული სტანდარტი უფრო მეტად შესაბამისობაშია კონკრეტულ დელეგირებულ ამოცანებთან;
(d) ლაბორატორიები ფუნქციონირებენ მე-12(2) მუხლში მოცემული სტანდარტების შესაბამისად;
(e) მაკონტროლებელი ორგანო მის მიერ განხორციელებული კონტროლის შედეგებს ამცნობს უფლებამოსილ ორგანოს რეგულარულად და მისი მოთხოვნისთანავე. თუ განხორციელებული კონტროლის შედეგები გვიჩვენებს, რომ ადგილი აქვს შეუსაბამობას, ან მისი არსებობის შესაძლებლობას, მაკონტროლებელმა ორგანომ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ამის შესახებ უფლებამოსილ ორგანოს;
(f) არსებობს ეფექტური და ოპტიმალური კოორდინაცია მადელეგირებელ უფლებამოსილ ორგანოს და მაკონტროლებელ ორგანოს შორის.
3. უფლებამოსილმა ორგანოებმა, რომლებიც ახორციელებენ კონკრეტული ამოცანების დელეგირებას მაკონტროლებელი ორგანოებისათვის, საჭიროების შემთხვევაში, უნდა განახორციელონ მაკონტროლებელი ორგანოების აუდიტი ან ინსპექტირება. თუ აუდიტის ან ინსპექტირების შედეგად აღმოჩნდება, რომ ასეთი ორგანოები სათანადოდ ვერ ასრულებენ მათზე დაკისრებულ ამოცანებს, უფლებამოსილმა ორგანომ, რომელიც ახდენს დელიგირებას, შეუძლია დაუყონებლივ შეწყვიტოს დელიგირება იმ შემთხვევაში, თუ მაკონტროლებელი ორგანო ვერ შეძლებს დროული და შესაფერისი გამოსასწორებელი ზომების მიღებას.
4. ნებისმიერმა წევრმა სახელმწიფომ, რომელსაც სურს კონკრეტული კონტროლის დავალების დელეგირება მაკონტროლებელი ორგანოსათვის, ამის შესახებ უნდა შეატყობინოს კომისიას. ეს შეტყობინება უნდა შეიცავდეს შემდეგი საკითხების დეტალურ აღწერილობას:
(a) უფლებამოსილი ორგანო, რომელიც ახდენს ამოცანის დელეგირებას;,(b) ორგანოს მიერ დელეგირებული ამოცანა; და
(c) მაკონტროლებელი ორგანო, რომელისთვისაც ხდება ამოცანის დელეგირებ