წინამდებარე რეგულაციის მიზნებისათვის, გამოყენებულ უნდა იქნეს რეგულაციის (EC)No 178/2002 მე-2 და მე-3 მუხლებში მოცემული განმარტებები. ასევე გამოიყენება ქვემომოყვანილი განმარტებები:
1) „სახელმწიფო კონტროლი“ ნიშნავს კონტროლის ნებისმიერ ფორმას, რომელსაც ახორციელებს უფლებამოსილი ორგანო ან გაერთიანება ცხოველის საკვებისა და სურსათის შესახებ კანონებთან, ცხოველთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის წესებთან შესაბამისობის დასადგენად;
2) „შემოწმება“ ნიშნავს გამოკვლევებითა და ობიექტური მტკიცებულების გათვალისწინებით განხორციელებულ გადამოწმებას, იმის დასადგენად სრულდება თუ არა კონკრეტული მოთხოვნები;
3) „კანონი ცხოველის საკვების შესახებ“ ნიშნავს იმ კანონებს, რეგულაციებსა და ადმინისტრაციულ დებულებებს, რომლებიც არეგულირებენ ცხოველის საკვებთან ზოგადად და კონკრეტულად მის უვნებლობასთან დაკავშირებულ საკითხებს როგორც გაერთიანების ისე ეროვნულ დონეზე. აღნიშნული კანონი მოიცავს ცხოველის საკვების წარმოების, გადამუშავების, დისტრიბუციისა და გამოყენების ყველა ეტაპს;
4) „უფლებამოსილი ორგანო“ ნიშნავს წევრი სახელმწიფოს ცენტრალური ხელისუფლების ორგანოს, რომელიც უფლებამოსილია განახორციელოს სახელმწიფო კონტროლი, ან ნებისმიერ სხვა ორგანოს, რომელსაც მინიჭებული აქვს აღნიშნული უფლებამოსილება. შესაბამის შემთხვევებში ტერმინი ასევე შეიძლება მოიაზრებდეს მესამე ქვეყნის შესაბამის ორგანოს;
5) „მაკონტროლებელი ორგანო“ ნიშნავს დამოუკიდებელ მესამე მხარეს, რომელსაც უფლებამოსილმა ორგანომ მიანდო გარკვეული საკონტროლო ამოცანების შესრულება;
6) „აუდიტი“ ნიშნავს რეგულარული და დამოუკიდებელი შემოწმების ჩატარებას, რათა დადგინდეს შეესაბამება თუ არა საქმიანობა და მასთან დაკავშირებული შედეგები დაგეგმილ ღონისძიებებს, თუ მოხდა აღნიშნული ღონისძიებების ეფექტურად განხორციელება და რამდენად წარმოადგენენ ისინი მიზნების მიღწევის საშუალებას;
7) „ინსპექტირება“ ნიშნავს ცხოველის საკვების, სურსათის, ცხოველთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ნებისმიერი ასპექტის გამოკვლევას, რათა მოხდეს აღნიშნული ასპექტის ან ასპექტების შესაბამისობის შემოწმება ცხოველის საკვებისა და სურსათის შესახებ კანონის და ცხოველთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შესახებ კანონების სამართლებრივ მოთხოვნებთან;
8) „მონიტორინგი“ ნიშნავს მთელი რიგი დაგეგმილი დაკვირვებების და შეფასებების განხორციელებას, ქვეყანაში ცხოველის საკვებისა და სურსათის შესახებ კანონთან, ცხოველთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის წესებთან შესაბამისობის შესახებ ზოგადი წარმოდგენის შექმნის მიზნით;
9) „ზედამხედველობა“ ნიშნავს ცხოველის საკვებისა და სურსათის ერთი ან მეტი საწარმოს საქმიანობაზე, ცხოველის საკვებისა და სურსათის ბიზნესოპერატორებზე და მათ საქმიანობაზე დეტალურად დაკვირვებას;
10) „შეუსაბამობა“ ნიშნავს ცხოველის საკვებსა და სურსათის შესახებ კანონთან და ცხოველთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის დაცვის წესებთან შეუსაბამობას;
11) „ნიმუშების აღება ანალიზისათვის“ ნიშნავს ცხოველის საკვების ან სურსათის ან რაიმე სხვა მასალის აღებას (გარემოდან მოპოვებული მასალის ჩათვლით), რომელიც მნიშვნელოვანია ცხოველის საკვებისა და სურსათის წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციისათვის ან ცხოველთა ჯანმრთელობისათვის, რათა ანალიზის მეშვეობით დადგინდეს მათი შესაბამისობა ცხოველის საკვებისა და სურსათის შესახებ კანონთან და ცხოველთა ჯანმრთელობის წესებთან;
12) „სახელმწიფო სერტიფიცირება“ ნიშნავს პროცედურას, რომლის მეშვეობითაც უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანო ან მაკონტროლებელი ორგანო, რომელსაც აქვს უფლება იმოქმედოს აღნიშნული უფლებამოსილების ფარგლებში, უზრუნველყოფს კანონთან შესაბამისობის წერილობითი, ელექტრონული ან ეკვივალენტური დამადასტურებელი საბუთის წარმოებას;
13) „სახელმწიფო დაკავება“ ნიშნავს პროცედურას, რომლითაც უფლებამოსილი ორგანო უზრუნველყოფს ცხოველის საკვების ან სურსათის ხელშეუხებლობას ან მათ ადგილზე დარჩენას, სანამ არ იქნება მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება მათი დანიშნულების ადგილის შესახებ. იგი მოიცავს პროდუქციის შენახვას ცხოველის საკვებისა და სურსათის ბიზნესოპერატორების მიერ უფლებამოსილი ორგანოდან მიღებული ინსტრუქციების შესაბამისად;
14) „ეკვივალენტობა“ ნიშნავს სხვადასხვა სისტემებისა და ღონისძიებების უნარს, მიაღწიონ ერთსა და იმავე მიზნებს, ხოლო „ეკვივალენტური“ ნიშნავს სხვადასხვა სისტემებსა და ღონისძიებებს, რომლებიც ემსახურებიან ერთი და იგივე მიზნებს;
15) „იმპორტი“ ნიშნავს ცხოველის საკვებისა და სურსათის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებას ან ამ გაშვების განზრახვას რეგულაციის (EEC) No 2913/92 79-ე მუხლის თანახმად, I დანართში მოცემული ტერიტორიებიდან რომელიმეზე;
16) „შემოტანა“ ნიშნავს იმპორტს, ზემოაღნიშნული მე-15 ქვეპუნქტის განმარტებით, და საქონლის იმ საბაჟო პროცედურებზე დაქვემდებარებას, რომლებიც მოცემულია რეგულაციის (EEC) No 2913/92 მე-4(16)(b)-(f) მუხლით, ასევე მათ შესვლას გადასახადებისგან თავისუფალ ზონაში ან საწყობში;
17) „დოკუმენტური შემოწმება“ ნიშნავს კომერციული დოკუმენტების შემოწმებას, და, ასევე, საჭიროებისამებრ, იმ დოკუმენტების შემოწმებას, რომლებიც აუცილებლად თან უნდა ერთვოდეს ტვირთს, ცხოველის საკვებისა და სურსათის შესახებ კანონის შესაბამისად;
18) „იდენტურობის შემოწმება“ ნიშნავს ვიზუალურ ინსპექტირებას, რათა მოხდეს საქონლის ტვირთის თანმხლები სერტიფიკატების და სხვა დოკუმენტების შესაბამისობის დადგენა ეტიკეტირების ნორმებსა და პარტიის შიგთავსთან;
19) „ფიზიკური შემოწმება“ ნიშნავს თავად ცხოველის საკვებსა და სურსათზე განხორციელებულ შემოწმებას, რომელიც შეიძლება მოიცავდეს ტრანსპორტის საშუალებების, შეფუთვის, ეტიკეტირებისა და ტემპერატურის გადამოწმებას, ნიმუშების აღებას ანალიზისათვის და ლაბორატორიულ გამოკვლევას და სხვა ნებისმიერ შემოწმებას, რომელიც საჭიროა ცხოველის საკვებისა და სურსათის შესახებ კანონთან შესაბამისობის დასადგენად;
20) „კონტროლის გეგმა“ ნიშნავს უფლებამოსილი ორგანოს მიერ მომზადებულ დადგენილ აღწერილობას, რომელიც შეიცავს აღნიშნული ორგანოს სახელმწიფო საკონტროლო სისტემების სტრუქტურისა და მოწყობის შესახებ ინფორმაციას.
კარი II
წევრი სახელმწიფოების მიერ განხორციელებული სახელმწიფო კონტროლი
ზოგადი ვალდებულებე