1. უფლებამოსილმა ორგანოებმა მაქსიმალურად უნდა უზრუნველყონ თავიანთი საქმიანობის შესრულების გამჭირვალობა. აღნიშნული მიზნისათვის მათ ხელთ არსებული შესაბამისი ინფორმაცია უნდა იყოს დაუყოვნებლივ საჯაროდ ხელმისაწვდომი. ზოგადად, საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს შემდეგი:

(a) უფლებამოსილი ორგანოების მიერ განხორციელებული კონტროლის ღონისძიებების და მათი ეფექტურობის შესახებ ინფორმაცია; და

(b) რეგულაციის (EC) No 178/2002 მე-10 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია.

2. უფლებამოსილმა ორგანომ უნდა მიიღოს ზომები, რომ თანამშრომლებს დაეკისროთ ვალდებულება საიდუმლოდ შეინახონ სახელმწიფო კონტროლის ჩატარების დროს მოპოვებული ინფორმაცია, რომელიც როგორც წესი შეიცავს პროფესიულ საიდუმლოებებს სათანადოდ დასაბუთებულ შემთხვევებში. პროფესიული საიდუმლოების დაცვამ ხელი არ უნდა შეუშალოს უფლებამოსილი ორგანოების მიერ 1(b) აბზაცში მოცემული ინფორმაციის გავრცელებას. უცვლელი რჩება ევროპარლამენტისა და საბჭოს 1995 წლის 24 ოქტომბრის დირექტივის 95/46/EC წესები, რომელიც ეხება პერსონალური მონაცემების დამუშავებისას და მათი შეუზღუდავი მიმოქცევისას ადამიანის უფლებების დაცვას(34).

3. კერძოდ, პროფესიულ საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაცია მოიცავს შემდეგს:

– წინასაგამოძიებო სამართალწარმოების ან განხილვაში მყოფი სასამართლო საქმეების კონფიდენციალურობა;

– პირადი მონაცემები, დოკუმენტები, რომლებიც მიჩნეულია გამონაკლისად, ევროპარლამენტისა და საბჭოს 2001 წლის 30 მაისის რეგულაციით (EC) No 1049/2001 ევროპარლამენტის, საბჭოს და კომისიის დოკუმენტების საჯარო ხელმისაწვდომობის შესახებ(35);

– ინფორმაცია, რომელიც დაცულია ეროვნული და გაერთიანების კანონმდებლობით, კონკრეტულად კი, პროფესიული საიდუმლოების, თათბირის საიდუმლოების, საერთაშორისო ურთიერთობების და ეროვნული თავდაცვის საკითხებ