1. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა განსაზღვრონ ის უფლებამოსილი ორგანოები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან წინამდებარე რეგულაციის მიზნების და რეგულაციით დადგენილი სახელმწიფო კონტროლის განხორციელებაზე.
2. უფლებამოსილმა ორგანოებმა უნდა უზრუნველყონ:
(a) ცოცხალ ცხოველებზე, ცხოველის საკვებსა და სურსათზე წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ყველა ეტაპზე, ასევე ცხოველის საკვების გამოყენებაზე განხორციელებული სახელმწიფო კონტროლის ეფექტურობა და მართებულობა;
(b) ინტერესთა კონფლიქტის არ არსებობა კონტროლის განმახორციელებელი პერსონალის მხრიდან;
(c) ტესტირებისათვის საჭირო ლაბორატორიების ქონა და შესაბამისად კვალიფიცირებული და გამოცდილი პერსონალის ყოლა ან მათი ხელმისაწვდომობა, რათა ეფექტურად განხორციელდეს სახელმწიფო კონტროლი და შესრულდეს მაკონტროლებელი მოვალეობები;
(d) სათანადო და შესაბამისად გამართული შენობა-ნაგებობა და აღჭურვილობა იმისათვის, რომ პერსონალმა მოვალეობები შეასრულოს ეფექტურად;
(e) სამართლებრივი უფლებამოსილების ქონა, რომელიც მათ საშუალებას მისცემს განახორციელონ სახელმწიფო კონტროლი და მიიღონ წინამდებარე რეგულაციაში მითითებული ზომები;
(f) გაუთვალისწინებელი შემთხვევებისათვის შემუშავებული რეაგირების გეგმები, რათა საჭიროებისამებრ მოხდეს მათი გამოყენება;
(g) ცხოველის საკვებისა და სურსათის ბიზნესოპერატორებისათვის ვალდებულების დაწესება, რომლის მიხედვითაც ისინი ვალდებულნი არიან დაექვემდებარონ ნებისმიერი სახის ინსპექციას და დაეხმარონ უფლებამოსილი ორგანოს პერსონალს მათი ამოცანების შესრულებაში წინამდებარე რეგულაციის შესაბამისად.
3. თუ წევრი სახელმწიფო, სახელმწიფო კონტროლის ჩატარების უფლებას გადასცემს ცენტრალური ხელისუფლების უფლებამოსილი ორგანოს, გარდა რომელიმე სხვა ორგანოს ან ორგანოებს, კერძოდ კი, რეგიონალურ ან ადგილობრივ დონეზე, საჭიროა მოხდეს ეფექტური და ოპტიმალური კოორდინაცია ყველა კომპეტენტურ ორგანოს შორის, მათ შორის გარემოს დაცვისა და ჯანდაცვის სფეროების ჩათვლით შესაბამის შემთხვევებში.
4. უფლებამოსილმა ორგანოებმა უნდა უზრუნველყონ სახელმწიფო კონტროლის მიუკერძოებლობა, ხარისხი და მდგრადობა ყველა დონეზე. მე-2 აბზაცში ჩამოთვლილი კრიტერიუმების გათვალისწინება უნდა მოხდეს იმ თითოეული ორგანოს მიერ, რომელსაც ევალება სახელმწიფო კონტროლის განხორციელება.
5. თუ უფლებამოსილი ორგანოს შიგნით სახელმწიფო კონტროლზე უფლებამოსილი ერთზე მეტი ერთეულია, აღნიშნულ ერთეულებს შორის უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ეფექტიანი და ოპტიმალური კოორდინაცია და თანამშრომლობა.
6. უფლებამოსილი ორგანოები ვალდებულნი არიან ჩაატარონ შიდა აუდიტი ან ჩაატარებინონ გარე აუდიტი და მათი შედეგებიდან გამომდინარე მიიღონ შესაბამისი ზომები, რათა უზრუნველყონ წინამდებარე რეგულაციის მიზნების მიღწევა. აღნიშნული აუდიტები უნდა ჩატარდეს დამოუკიდებლად და სრული გამჭვირვალობით.
7. წინამდებარე მუხლის შესრულების განხორციელების დეტალური წესები უნდა დამტკიცდეს 62(3)- ე მუხლში მოცემული პროცედურის შესაბამისა