1. უფლებამოსილმა ორგანომ უნდა მოამზადოს მის მიერ განხორციელებული სახელმწიფო კონტროლის ანგარიშები.

2. აღნიშნული ანგარიშები უნდა შეიცავდეს სახელმწიფო კონტროლის მიზნისა და გამოყენებული მეთოდების აღწერილობას, სახელმწიფო კონტროლის შედეგებს და, საჭიროების შემთხვევაში, ბიზნესოპერატორის მიერ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას.

3. უფლებამოსილმა ორგანომ უნდა წარუდგინოს ბიზნესოპერატორს მე-2 პუნქტში მოცემული ანგარიშის ასლი, შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაშ