1. წინამდებარე რეგულაციამ არ უნდა მოახდინოს გავლენა დირექტივაში 97/78/EC მოცემული ცხოველური წარმოშობის ცხოველის საკვებსა და სურსათზე განხორციელებული ვეტერინარული შემოწმების მოთხოვნებზე. თუმცა, დირექტივის 97/78/EC შესაბამისად განსაზღვრულმა უფლებამოსილმა ორგანომ დამატებით უნდა განახორციელოს სახელმწიფო კონტროლი, რათა დაადგინოს ცხოველის საკვებისა და სურსათის შესახებ კანონთან დაკავშირებულ ასპექტებთან შესაბამისობა, რომელთაც არ ითვალისწინებს ეს დირექტივა, წინამდებარე რეგულაციის VI კარის II თავში მოყვანილი ასპექტების ჩათვლით.
2. წინამდებარე რეგულაციის მე-18 − 25-ე მუხლებში მოცემული ზოგადი წესები ასევე ვრცელდება ყველა ტიპის ცხოველის საკვებსა და სურსათზე განხორციელებულ სახელმწიფო კონტროლზე, ცხოველური წარმოშობის ცხოველის საკვებისა და სურსათის ჩათვლით.
3. იმ საქონლის შემოწმების დამაკმაყოფილებელმა შედეგებმა, რომლებიც
(a) მოხსენიებულია რეგულაციის (EEC) No 2913/92 მე-4(16) მუხლის (b)-(f) ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ერთ-ერთ სასაქონლო ოპერაციაში; ან
(b) რომელთა განთავსება გათვალისწინებულია თავისუფალ ზონებში ან ერთ-ერთ საწყობში როგორც ეს მოცემულია რეგულაციის (EEC) No 2913/92 მე-4(15)(b) მუხლში, არ უნდა მოახდინოს გავლენა ცხოველის საკვებისა და სურსათის ბიზნესოპერატორების მოვალეობაზე უზრუნველყონ მისი გაშვების მომენტისათვის ცხოველის საკვებისა და სურსათის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში ყოფნა და არც შეუშალონ ხელი ამა თუ იმ ცხოველის საკვებსა და სურსათზე შემდგომი სახელმწიფო კონტროლის განხორციელება