1. კომპეტენტურმა ორგანომ უნდა განახორციელოს რეგულარული სახელმწიფო კონტროლი არაცხოველური წარმოშობის ცხოველის საკვებსა და სურსათზე, რომელსაც არ ითვალისწინებს დირექტივა 97/78/EC და რომლებიც იმპორტირებულია I დანართში მითითებულ ტერიტორიებზე. მან ეს კონტროლი უნდა განახორციელოს იმ მრავალწლიანი ეროვნული კონტროლის გეგმის საფუძველზე, რომლიც მომზადდა 41-43-ე მუხლების შესაბამისად და პოტენციური რისკის გათვალისწინებით. კონტროლმა უნდა მოიცვას ცხოველის საკვებისა და სურსათის შესახებ კანონის ყველა ასპექტი.
2. ეს კონტროლი უნდა განხორციელდეს შესაბამის ადგილას, მათ შორის I დანართში მოხსენიებულ ერთ-ერთ ტერიტორიაზე მდებარე საბაჟო საზღვარზე ტვირთის გადაკვეთის პუნქტის, საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გამშვები პუნქტის, საწყობების, იმპორტიორი ბიზნესოპერატორის საქმიანობის ტერიტორიაზე და ცხოველის საკვებისა და სურსათის ქსელის სხვა პუნქტებზე.
3. ეს კონტროლი ასევე უნდა განხორციელდეს იმ საქონელზე, რომელიც:
(a) მოხსენიებულია რეგულაციის (EEC) No 2913/92 მე-4(16) მუხლის (b)-(f) ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ერთ-ერთ სასაქონლო ოპერაციაში; ან
(b) განკუთვნილია თავისუფალ ზონაში ან საწყობებში შესასვლელად როგორც ეს მოცემულია რეგულაციის (EEC) 2913/92 მე-4(15)(b) მუხლში.
4. მე-3 აბზაცის თანახმად განხორციელებული კონტროლის დამაკმაყოფილებელმა შედეგებმა არ უნდა მოახდინოს გავლენა საკვებისა და სურსათის ბიზნესოპერატორების მოვალეობაზე, უზრუნველყონ თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების მომენტიდან საკვებისა და სურსათის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში ყოფნა და არც შეუშალონ ხელი ამა თუ იმ საკვებსა და სურსათზე შემდგომი სახელმწიფო კონტროლის განხორციელებას.
5. არაცხოველური წარმოშობის საკვებისა და სურსათის სია, რომელიც ცნობილი ან მოსალოდნელი რისკების შესაბამისად ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს საბაჟო საზღვარზე ტვირთის გადაკვეთის პუნქტში, რომელიც მდებარეობს I დანართში მოხსენიებულ ტერიტორიებზე, შესვლისთანავე უნდა მომზადდეს და განახლდეს 62(3)-ე მუხლით განსაზღვრული წესის შესაბამისად. აღნიშნული კონტროლის სიხშირე და ტიპი უნდა დადგინდეს იმავე წესის შესაბამისად. ამავე დროს, აღნიშნულ კონტროლთან დაკავშირებული საზღაური შეიძლება დაწესდეს იმავე წესის შესაბამისა