1. პროდუქციის მე-19 მუხლში მოხსენიებული სპეციალური მეთოდით გადამუშავება გულისხმობს:
(a) ცხოველის საკვების და სურსათის გადამუშავებას და დამუშავებას, რათა აღნიშნული პროდუქცია გაუთანაბრდეს გაერთიანების კანონის ან მესამე ქვეყნაში გადაგზავნის მოთხოვნებს, საჭიროების შემთხვევაში, გაუსნებოვნების ჩათვლით, გარდა გამოფიტვისა;
(b) დამუშავებას ნებისმიერი სხვა შესაბამისი გზით, გარდა ადამიანის ან ცხოველების მოხმარების მიზნით დამუშავებისა.
2. უფლებამოსილმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს სპეციალური გადამუშავების ჩატარება მისი ან სხვა წევრი სახელმწიფოს კონტროლქვეშ მყოფ დაწესებულებებში 62(3)-ე მუხლში განსაზღვრული წესის თანახმად დადგენილი პირობების შესაბამისად. ასეთი პირობების არ არსებობის შემთხვევაში, სპეციფიკური დამუშავება უნდა განხორციელდეს ეროვნული წესების შესაბამისა