1. მე-15(1) მუხლში მოცემული სახელმწიფო კონტროლი უნდა შეიცავდეს სულ მცირე სისტემურ დოკუმენტურ, იდენტურობისა და საჭიროებისამებრ, ფიზიკურ შემოწმებას.

2. ფიზიკური შემოწმების სიხშირე დამოკიდებულია:

(a) საკვებისა და სურსათის სხვადასხვა ტიპებთან დაკავშირებულ რისკებზე;

(b) მონაცემებზე მესამე ქვეყნების პროდუქტზე მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ, ასევე პროდუქტის ადგილ-წარმოშობის დადგენაზე და საკვებისა და სურსათის ბიზნესოპერატორებზე, რომლებიც ახდენენ პროდუქტის იმპორტსა და ექსპორტს;

(c) ცხოველის საკვებისა და სურსათის იმპორტიორი ბიზნესოპერატორის მიერ ჩატარებულ კონტროლზე;

(d) გარანტიებზე, რომლებიც გასცა პროდუქტის წარმოშობის მესამე ქვეყნის უფლებამოსილმა ორგანომ.

3. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ ფიზიკური შემოწმების განხორციელება შესაბამის პირობებში და ისეთ ადგილას, სადაც ხელმისაწვდომია ამისათვის საჭირო საშუალებები, რომელთა მეშვეობითაც ხდება კვლევის სათანადოდ ჩატარება, რისკის მენეჯმენტზე მორგებული რიგი ნიმუშების აღება და საკვებისა და სურსათის ჰიგიენურად მოვლა. ნიმუშების მომზადებისას უზრუნველყოფილ უნდა იქნეს მათი სამართლებრივი და ანალიტიკური ვალიდურობა. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ აღჭურვილობისა და მეთოდოლოგიის ადეკვატურობა გაერთიანების ან ეროვნულ კანონმდებლობაში მოცემული ზღვრულად დასაშვები ნორმების განსასაზღვრა