1. წევრმა სახელმწიფოებმა მე-15(5) მუხლში მოხსენიებული სახელმწიფო კონტროლის ორგანიზებისათვის უნდა:

– დანიშნონ თავიანთ ტერიტორიაზე საბაჟო საზღვარზე ტვირთის გადაკვეთის პუნქტები, რომელთაც გააჩნიათ საკვებისა და სურსათის კონტროლის განსახორციელებლად შესაბამისი აღჭურვილობა;

– მოსთხოვონ პროდუქციის კონკრეტულ პარტიაზე პასუხისმგებელ საკვებისა და სურსათის ბიზნესოპერატორებს წინასწარ შეატყობინონ აღნიშნული პარტიის შემოსვლისა და აღწერილობის შესახებ.

წევრ სახელმწიფოებს ასევე შეუძლიათ გამოიყენონ იგივე წესები არაცხოველური წარმოშობის სხვა ცხოველის საკვებსა და სურსათთან დაკავშირებით.

2. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა შეატყობინონ კომისიას და სხვა წევრ სახელმწიფოებს ყველა იმ ზომების შესახებ, რომლებსაც ისინი იღებენ 1-ლი აბზაცის შესაბამისად.

მათ ეს ზომები იმგვარად უნდა დაგეგმონ, რომ თავიდან აიცილონ ვაჭრობის არასასურველი შეფერხებ