1. დახმარების ჯგუფების წევრთა მიერ მომთხოვნი მხარის ან სატრანზიტო სახელმწიფოს საზღვრის გადაკვეთის პროცედურა განისაზღვრება მომთხოვნი მხარის ან სატრანზიტო ქვეყნის სახელმწიფო კანონმდებლობის, საერთაშორისო კანონმდებლობისა და ორმხრივი შეთანხმებების თანახმად.

2. მაძებარი ძაღლების ჯგუფების მიერ მომთხოვნი მხარის სახელმწიფო საზღვრების გადაკვეთის პროცედურის წესი და მათი ყოფნა მომთხოვნი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე განისაზღვრება კარანტინის იმ წესების შესაბამისად, რომლებიც ძალაშია მომთხოვნი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე.

3. დახმარების ჯგუფის წევრები ვალდებულნი არიან დაიცვან მომთხოვნი მხარის ან სატრანზიტო ქვეყნის სახელმწიფო კანონმდებლობა და ნორმატიული აქტები. ამავე დროს ისინი ექვემდებარებიან დამხმარე მხარის იურისდიქციას შრომისა და სხვა შესაბამის კანონმდებლობასთან დაკავშირებით.

იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ჯგუფების შემადგენლობაში შედიან სამოქალაქო თავდაცვის/დაცვის ნახევრადსამხედრო პერსონალი, მათი გაჩერება, როგორც წინასწარ იქნა შეთანხმებული, და საქმიანობა განხორციელდება დამხმარე მხარის იმ კანონმდებლობის შესაბამისად, რომელიც არეგულირებს მსგავსი პერსონალის სტატუსს.

4. დახმარების ჯგუფების, მათი დახმარების აღჭურვილობისა და სასურსათო პროდუქტის ტრანსპორტირებისათვის გამოიყენება ნებისმიერი ვარგისი სატრანსპორტო საშუალება რაც შეიძლება მოკლე ვადებში დანიშნულების ადგილამდე მიღწევის მიზნით.

დახმარების აღმოჩენის მიზნით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალების გამოყენების წესი დადგინდება მხარეთა კომპეტენტური ორგანოების მიე