1. მომთხოვნი მხარე დაფარავს ყველა ხარჯს, რომლებიც დაკავშირებულია დახმარების ჯგუფების წევრთა მიერ მიღებულ ტრავმებისა ან მათი დაღუპვის ფაქტებთან, რასაც ადგილი ჰქონდა წინამდებარე შეთანხმების განხორციელებასთან დაკავშირებული ღონისძიებების დროს. დაინტერესებული მხარეები შეთანხმდებიან იმ თანხაზე, რომელიც ანაზღაურებული უნდა იქნეს.

2. თუ დახმარების ჯგუფის წევრი მომთხოვნი მხარის ტერიტორიაზე მიაყენებს ზარალს იურიდიულ ან ფიზიკურ პირს წინამდებარე შეთანხმების განხორციელებასთან დაკავშირებული ღონისძიების დროს, აღნიშნული ზარალი ანაზღაურდება მომთხოვნი მხარის მიერ მოქმედი იურიდიული წესების შესაბამისად.

3. დახმარების ჯგუფის წევრის მიერ განგებ უხეში დაუდევრობით მიყენებული ზარალი ანაზღაურდება დამხმარე მხარის მიერ, თუ ზარალის ფაქტი დამტკიცებულია მომთხოვნი მხარის სახელმწიფო სასამართლოს მიე