გაწეული ხარჯების დაფარვა
1. მომთხოვნ მხარეს ნებისმიერ დროს შეუძლია გააუქმოს მოთხოვნა დახმარების შესახებ. მომთხოვნი მხარე დაუყოვნებლივ შეატყობინებს დამხმარე მხარეს თავისი გადაწყვეტილების შესახებ და დამხმარე მხარეს შეუძლია მოითხოვოს იმ მომენტისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურება.
2. დამხმარე მხარე უზრუნველყოფს დამხმარე ჯგუფების წევრთა დაზღვევას და ეს ხარჯები შეიტანება დახმარების ერთიან ანგარიშში.
3. ოპერაციის დასასრულს დამხმარე მხარის კომპეტენტური ორგანო დაუყოვნებლივ წერილობით შეატყობინებს მომთხოვნი მხარის კომპეტენტურ ორგანოს გაწეული დახმარების მოცულობის შესახებ.
4. მომთხოვნი მხარის კომპეტენტური ორგანოს მიაწვდის დამხმარე მხარის კომპეტენტურ ორგანოს საბოლოო ინფორმაციას უბედური შემთხვევის დახასიათებისა და მიზეზების, დახმარების ფორმისა და მთლიანი მოცულობის, აგრეთვე შესრულებული სამუშაოს შედეგების შესახე