1. დადგენილების დანართი №19-ის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით (სასწრაფო სამედიცინო დახმარება) გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების ზედამხედველობა მოიცავს მხოლოდ მიმწოდებელის მიერ განმახორცილებლისათვის ყოველთვიურად შემთხვევათა რეესტრის და ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენას დადგენილი ფორმის შესაბამისად.

2. დადგენილების დანართი №19-ის მე-3 მუხლის „ბ.ა“ ქვეპუნქტით (რეფერალურ დახმარებას - კრიტიკული და გადაუდებელი მდგომარეობების რეფერალური შემთხვევების მართვა) გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების ზედამხედველობა ხორციელდება გადაუდებელი შემთხვევების ზედამხედველობის წესის შესაბამისად. ამასთან, შეტყობინება შემთხვევის შესახებ ხორციელდება სპეციალური კომპიუტერული პროგრამის საშულებით დადგენილების დანართი №19-ის მე-8 მუხლში განსაზღვრულ მაკოორდინირებელ ორგანოსთან, ისევე როგორც განმახორციელებელთან. ანგარიშგებისას წარმოდგენილი იქნება მხოლოდ დადგენილი ფორმის შემთხვევათა რეესტრი და ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი.

3. დადგენილების დანართი №19-ის მე-3 მუხლის „ბ.ბ“ (საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების უმაღლეს თანამდებობის პირთა და საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საზღვარგარეთის ქვეყნების ხელმძღვანელთა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება) და „ბ.გ“ (საგანგებო სიტუაციებისა და სპეციალური ოპერაციების დროს შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი სამედიცინო ბრიგადის თანხლება და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა) ქვეპუნქტებით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებელი განმახორციელებელთან წარმოადგენს მხოლოდ დადგენილი ფორმის შემთხვევათა რეესტრს და ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტ