1. დადგენილების დანართი №12-ის მე-3 მუხლის ,,გ” ქვეპუნქტით (იმუნოპროფილაქტიკის წარმოება – აცრა-ვიზიტები) გათვალისწინებული მომსახურების ზედამხედველობა მოიცავს მიმწოდებელის მიერ განმახორციელებლისათვის ყოველთვიურად შემთხვევათა რეესტრის წარდგენას დადგენილი ფორმის შესაბამისად.

2. დადგენილების დანართი №12-ის მე-3 მუხლის ,,დ” ქვეპუნქტით (სსიპ „ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის“ მიერ მიღებული მედიკამენტების გაცემა-განაწილებას „ცივი ჯაჭვის“ პრინციპების დაცვით ცენტრალური დონიდან ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებამდე ან/და მუნიციპალურ ერთეულებამდე) გათვალისწინებული მომსახურების ზედამხედველობა მოიცავს მიმწოდებლის მიერ განმახორციელებლისათვის ყოველთვიურად გაწეული მომსახურების შესახებ ანგარიშის წარდგენას დადგენილი ფორმი