1. დადგენილების დანართი №8-ის მე-3 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტით (სტაციონარული დეტოქსიკაციისა და პირველადი რეაბილიტაციის განხორციელება) გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი განმახორციელებელთან ანგარიშგებას ახორციელებს გეგმურ შემთხვევათა ზედამხედველობის წესის თანახმად. მომსახურების ზედამხედველობისას არ გამოიყენება ამ წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და იმავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები. მომსახურების მიღებისას პროგრამის მოსარგებლეთა რეგისტრაციას უზრუნველყოფს მიმწოდებელი.
2. დადგენილების დანართი №8-ის მე-3 მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტით (ჩამანაცვლებელი ნარკოტიკის მიწოდების და სამედიცინო მეთვალყურეობის უზრუნველყოფა) გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების (გეგმური ამბულატორია) მიმწოდებელი განმახორციელებელთან ანგარიშგებას ახორციელებს გეგმურ შემთხვევათა ზედამხედველობის წესის თანახმად. მომსახურების ზედამხედველობისას არ გამოიყენება ამ წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებითა და იმავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები. მომსახურების მიღებისას პროგრამის მოსარგებლეთა რეგისტრაციას უზრუნველყოფს მიმწოდებელი. მიმწოდებელი ვალდებულია განმახორციელებელს მიაწოდოს ინფორმაცია არსებული რეგისტრირებული მოსარგებლეების შესახებ წინასწარ დადგენილი ფორმით და ასევე ყოველთვიურად დარეგისტრირებულ მოსარგებლეთა სიაში შესული ცვლილებების შესახებ.
3. დადგენილების დანართი №8-ის მე-3 მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტით (ჩამანაცვლებელი ნარკოტიკის მიწოდების და სამედიცინო მეთვალყურეობის უზრუნველყოფა) გათვალისწინებული მედიკამენტების ხარჯვის ზედამხედველობა მოიცავს მათი ხარჯვის შესახებ მიმწოდებლის მიერ განმახორციელებლისათვის დადგენილი ფორმით ინფორმაციის მიწოდება