თავი II — საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა ბრუნვის სფეროში სახელმწიფოს კომპეტენცია და მათი უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ საქმიანობის სახელმწიფო კოორდინაცია
1. ქვეყანაში ნარკომანიის გავრცელების, ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებით გამოწვეული სამედიცინო, სოციალური და ეკონომიკური ზიანის შემცირების მიზნით და ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ეფექტიანი და კოორდინირებული უწყებათაშორისი თანამშრომლობის უზრუნველ ყოფის მიზნით იქმნება ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო (შემდგომ – საბჭო).
2. საბჭოს ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, შემადგენლობა და საქმიანობის წესი განისაზღვრება საბჭოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
3. საბჭო უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი დაწესებულებ ებიდან მოითხოვოს მუშაობისათვის საჭირო დოკუმენტაცია.
4. საბჭო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს კანონებითა და სხვა ნორმატიული აქტებით.
5. ქვეყანაში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა უკანონო მოხმარებასთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვებისა და შეფასების, აგრეთვე მტკიცებულებებზე დაფუძნებული სამეცნიერო-პრაქტიკული მეთოდოლოგიების დანერგვის მიზნით საბჭო უზრუნველყოფს სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა უკანონო მოხმარებისა და უკანონო ბრუნვის მონიტორინგის სისტემის შექმნას და მისი ფუნქციონირების ხელშეწყობას.
6. მონიტორინგის სისტემა უზრუნველყოფს:
ა) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა უკანონო მოხმარების ეპიდემიოლოგიური და სტატისტიკური მაჩვენებლების განსაზღვრას, უკანონო მოხმარებით და ნარკომანიით გამოწვეული სამედიცინო და საზოგადოებრივი ზიანის შეფასებას და განსახორციელებელ ღონისძიებათა დაგეგმვას, აგრეთვე გატარებული ქმედითი ღონისძიებების ეფექტიანობის შეფასებას;
ბ) საერთაშორისო დონეზე შესაბამის ორგანიზაციებთან ინფორმაციის გაცვლას და ანგარიშგების წარმოებას;
გ) „ადრეული გაფრთხილების სისტემაში“ მონაწილეობას.
7. მონიტორინგის სისტემის ფუნქციონირების წესს და მონიტორინგის განმახორციელებელ დაწესებულებას განსაზღვრავს საბჭო.
საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის კანონი №1240 – ვებგვერდი, 01.10.2013წ.
თავი III. საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა გამოყენების სფე
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 20.09.2013-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 20.09.2013 კანონი №1240
წინა რედაქცია (08.06.2012 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 14. ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო 1. ქვეყანაში ნარკომანიის გავრცელების, ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებით გამოწვეული სამედიცინო, სოციალური და ეკონომიკური ზიანის შემცირების მიზნით და ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ეფექტიანი და კოორდინირებული უწყებათაშორისი თანამშრომლობის უზრუნველ ყოფის მიზნით იქმნება ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო (შემდგომ – საბჭო). 2. საბჭოს ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, შემადგენლობა და საქმიანობის წესი განისაზღვრება საბჭოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს პმთავრეზიდენტიობა. 3. საბჭო უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი დაწესებულებ ებიდან მოითხოვოს მუშაობისათვის საჭირო დოკუმენტაცია. 4. საბჭო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს კანონებითა და სხვა ნორმატიული აქტებით. 5. ქვეყანაში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა უკანონო მოხმარებასთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვებისა და შეფასების, აგრეთვე მტკიცებულებებზე დაფუძნებული სამეცნიერო-პრაქტიკული მეთოდოლოგიების დანერგვის მიზნით საბჭო უზრუნველყოფს სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა უკანონო მოხმარებისა და უკანონო ბრუნვის მონიტორინგის სისტემის შექმნას და მისი ფუნქციონირების ხელშეწყობას. 6. მონიტორინგის სისტემა უზრუნველყოფს: ა) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა უკანონო მოხმარების ეპიდემიოლოგიური და სტატისტიკური მაჩვენებლების განსაზღვრას, უკანონო მოხმარებით და ნარკომანიით გამოწვეული სამედიცინო და საზოგადოებრივი ზიანის შეფასებას და განსახორციელებელ ღონისძიებათა დაგეგმვას, აგრეთვე გატარებული ქმედითი ღონისძიებების ეფექტიანობის შეფასებას; ბ) საერთაშორისო დონეზე შესაბამის ორგანიზაციებთან ინფორმაციის გაცვლას და ანგარიშგების წარმოებას; გ) „ადრეული გაფრთხილების სისტემაში“ მონაწილეობას. 7. მონიტორინგის სისტემის ფუნქციონირების წესს და მონიტორინგის განმახორციელებელ დაწესებულებას განსაზღვრავს საბჭო. თავი III. საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა გამოყენების სფერო