1. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თავიდან აცილების, მის წინააღმდეგ ბრძოლისა და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის სფეროებში შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებისათვის განსაზღვრული ფუნქციების ეფექტიანად შესრულებაში ხელის შეწყობის, მათი საქმიანობის კოორდინაციისა და მონიტორინგის მიზნით საქართველოს მთავრობა ქმნის ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელ საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს (შემდგომ – საკოორდინაციო საბჭო).
2. საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობაში სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან ერთად შეიძლება შედიოდნენ შესაბამის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი არასამეწარმეო იურიდიული პირების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლები, ამავე სფეროს სპეციალისტები და მეცნიერები.
3. საკოორდინაციო საბჭოს შექმნის, პირის საკოორდინაციო საბჭოში წარდგენისა და საკოორდინაციო საბჭოდან გამოყვანის წესს, საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობასა და საქმიანობის წესს (დებულებას) განსაზღვრავს და ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
4. საკოორდინაციო საბჭო ამტკიცებს:
ა) საკოორდინაციო საბჭოსთან შექმნილი მუდმივმოქმედი ჯგუფის შემადგენლობას, საქმიანობის წესსა და უფლებამოსილებას;
ბ) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების (თავშესაფრის) მოწყობისათვის აუცილებელ მინიმალურ სტანდარტებს;
გ) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა დაცვის სამოქმედო ინსტრუქციას (ეროვნული რეფერალური მექანიზმი);
დ) სააგენტოდან კომპენსაციის გაცემის წესს.
საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის
კანონი №1268
– ვებგვერდი, 08.10.2013წ.
საქართველოს 2019 წლის 11 დეკემბრის კანონი №5462 – ვებგვერდი, 19.12.2019წ.
თავი IV. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა სამართლებრივი დაცვა, დახმარება და რეაბილიტაც
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 11.12.2019-ის აქტით. ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 11.12.2019 კანონი №5462
- 20.09.2013 კანონი №1268
წინა რედაქცია (16.05.2006 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 10. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭო 1. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თავიდან აცილების, მის წინააღმდეგ ბრძოლისა და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის სფეროებში შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებისათვის განსაზღვრული ფუნქციების ეფექტიანად განხორციშესრულებაში ხელის შეწყობის, მათი საქმიანობის კოორდინაციისა და მონიტორინგის მიზნით საქართველოს პმთავრეზიდენტიობა ქმნის ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელ საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს (შემდგომში – საკოორდინაციო საბჭო). 2. საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობაში სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან ერთად შეიძლება შედიოდნენ შესაბამის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი არასამეწარმეო იურიდიული პირების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლები, ამავე სფეროს სპეციალისტები და მეცნიერები. 3. საკოორდინაციო საბჭოს შექმნის, პირის საკოორდინაციო საბჭოში პირის წარდგენისა და საკოორდინაციო საბჭოდან მისი გამოყვანის წესს, მსაკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობასა და საქმიანობის წესს (დებულებას) განსაზღვრავს და ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. 4. საკოორდინაციო საბჭო ამტკიცებს: ა) საკოორძდინაციო საბჭოსთან შექმნილი მუდმივმოქმედი ჯგუფის შემადგენლობას, საქმიანობის წესსა და უფლებამოსით ლებას; ბ) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკიცნგის) მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების (თაქვშესაფრის) მოწყობისათვის აუცილებელ მინიმალურ სტანდარტებს; გ) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა დაცვის სამოქმედო ინსტრუქციას (ეროვნული რეფერალური მექანიზმი); დ) სააგენტოდან კომპენსაციის გაცემის წესს. თავი IV. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა სამართლებრივი დაცვა, დახმარება და რეაბილიტაცია