თავი II — ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თავიდან აცილების მექანიზმები და სახელმწიფო ორგანოების კომპეტენცია ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თავიდან აცილების სფეროში
1. სახელმწიფო ორგანოები, რომლებიც ხელს უწყობენ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თავიდან აცილებას, ქმნიან ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თავიდან აცილებისა და აღკვეთისათვის საჭირო პირობებს, ახორციელებენ ამ დანაშაულის შესაძლო რისკის ჯგუფებისათვის სამართლებრივი, ეკონომიკური გარემოს გაჯანსაღებას, აგრეთვე ატარებენ შესაბამის საინფორმაციო და საგანმანათლებლო კამპანიას.
1
1.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენტური სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის პრევენციის და მათზე რეაგირების მიზნით სახელმწიფო ზედამხედველობის საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად განხორციელებას.
2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი − დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საქართველოში და მისი ფარგლების გარეთ თავისუფალი სამუშაო ადგილების შესახებ ინფორმაციის მოპოვებასა და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომობას „დასაქმების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
3. ტურიზმისა და კურორტების დარგის მართვის აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი ორგანო თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს ტურისტების და დამსვენებლების დაცვისა და უსაფრთხოების პროგრამას და კოორდინაციას უწევს მის განხორციელებას.
4. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების (სკოლების) და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროგრამებში ადამიანით ვაჭრობასთან (ტრეფიკინგთან) დაკავშირებული საკითხების შეტანას.
5. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თავისი კომპეტენციის ფარგლებში აკონტროლებს საქართველოს მოქალაქეთა საქარ
თველოში დასაბრუნებელი მოწმობებისა და საქართველოს ვიზების გაცემას, საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მუდმივად მცხოვრებ პირთა საქართველოს ფარგლების გარეთ დასაქმების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს უცხო ქვეყნებთან შესაბამისი ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებების დადებისათვის მოლაპარაკებების გამართვას, ხოლო საქართველოს ფარგლების გარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მუდმივად მცხოვრებ პირთა სამართლებრივი დახმარების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით
–
საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში
ან საკონსულო დაწესებულებებში ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) საკითხებზე მომუშავე პირთა განსაზღვრას.
6. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო თავისი კომპეტენციის ფარგლებში ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულში მონაწილე პირთა გამოვლენის და მათი საქართველოში შემოსვლისა და საქართველოდან გასვლის აღრიცხვის უზრუნველსაყოფად აკონტროლებს საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე პირების გატარებასა და სასაზღვრო-გამშვები პუნქტების საქმიანობას, აგრეთვე თანამშრომლობს უცხო ქვეყნების შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებთან, შეისწავლის და აანალიზებს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის გამომწვევ მიზეზებს და მათი აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად ახორციელებს პროფილაქტიკურ ღონისძიებებს.
7. სახელმწიფო ორგანოები უზრუნველყოფენ ამ მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას და ამ მიზნით თანამშრომლობენ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საქართველოში საქმიანობის განმახორციელებელ არასამეწარმეო იურიდიულ პირებთან და სამოქალაქო საზოგადოების სხვა დაწესებულებებთან.
საქართველოს 2012 წლის 12 ივნისის კანონი №6439 – ვებგვერდი, 22.06.2012წ.
საქართველოს 2015 წლის 22 ივლისის კანონი №4085 – ვებგვერდი, 31.07.2015წ.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3103 - ვებგვერდი, 11.07.2018წ.
საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6820 – ვებგვერდი, 21.07.2020წ.
საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №365 – ვებგვერდი, 18.03.2021წ.
საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3851 – ვებგვერდი, 15.12.2023წ.
თავი III. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმე
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 30.11.2023-ის აქტით. ცვლილება შევიდა 6-ჯერ.
- 30.11.2023 კანონი №3851
- 16.03.2021 კანონი №365
- 14.07.2020 კანონი №6820
- 05.07.2018 კანონი №3103
- 22.07.2015 კანონი №4085
- 12.06.2012 კანონი №6439
წინა რედაქცია (16.05.2006 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 6. სახელმწიფო ორგანოების კომპეტენცია ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თავიდან აცილების სფეროში 1. სახელმწიფო ორგანოები, რომლებიც ხელს უწყობენ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თავიდან აცილებას, ქმნიან ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თავიდან აცილებისა და აღკვეთისათვის საჭირო პირობებს, ახორციელებენ ამ დანაშაულის შესაძლო რისკის ჯგუფებისათვის სამართლებრივი, ეკონომიკური გარემოს გაჯანსაღებას, აგრეთვე ატარებენ შესაბამის საინფორმაციო და საგანმანათლებლო კამპანიას. 21 1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენტური სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის პრევენციის და მათზე რეაგირების მიზნით სახელმწიფო ზედამხედველობის საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად განხორციელებას. 2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი − დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საქართველოში და მისი ფარგლების გარეთ თავისუფალი სამუშაო ადგილების შესახებ ინფორმაციის მოპოვებასა და საზოგადოებისათვის მის ხელმისაწვდომობას, ს „დამუშაოს მაძიქმების ხელთა შრომითი მოეწყობის მიზნით საშუამავლო ესაქმიანობის განხორციელება“ ს, უმუშევართა დასაქმებისართვიელოს სკათანადო პროექტებნის შემუშსავებისა და რეალმიზაციის ხელშეწყობასდ. 3. ტურიზმისა და კურორტების დარგის მართვის აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი ორგანო თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს ტურისტების და დამსვენებლების დაცვისა და უსაფრთხოების პროგრამას და კოორდინაციას უწევს მის განხორციელებას. 4. საქართველოს განათლებისა და, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა (სკოლების) და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროგრამებში ადამიანით ვაჭრობასთან (ტრეფიკინგთან) დაკავშირებული საკითხების შეტანას. 5. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თავისი კომპეტენციის ფარგლებში აკონტროლებს საქართველოს მოქალაქეთა საქარ თველოში დასაბრუნებელი მოწმობებისა და საქართველოს ვიზების გაცემას, საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მუდმივად მცხოვრებ პირთა საქართველოს ფარგლების გარეთ დასაქმების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს უცხო ქვეყნებთან შესაბამისი ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებების დადებისათვის მოლაპარაკებების გამართვას, ხოლო საქართველოს ფარგლების გარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მუდმივად მცხოვრებ პირთა სამართლებრივი დახმარების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით – საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში ან საკონსულო დაწესებულებებში ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) საკითხებზე მომუშავე პირთა განსაზღვრას. 6. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო თავისი კომპეტენციის ფარგლებში ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულში მონაწილე პირთა გამოვლენის და მათი საქართველოში შემოსვლისა და საქართველოდან გასვლის აღრიცხვის უზრუნველსაყოფად აკონტროლებს საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე პირების გატარებასა და სასაზღვრო-გამშვები პუნქტების საქმიანობას, აგრეთვე თანამშრომლობს უცხო ქვეყნების შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებთან, შეისწავლის და აანალიზებს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის გამომწვევ მიზეზებს და მათი აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად ახორციელებს პროფილაქტიკურ ღონისძიებებს. 7. სახელმწიფო ორგანოები უზრუნველყოფენ ამ მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას და ამ მიზნით თანამშრომლობენ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საქართველოში საქმიანობის განმახორციელებელ არასამეწარმეო იურიდიულ პირებთან და სამოქალაქო საზოგადოების სხვა დაწესებულებებთან. თავი III. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმები