ამ კანონის მიზანია:

ა) უზრუნველყოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თავიდან აცილებისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა უფლებების დაცვით;

ბ) უზრუნველყოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა დაცვა, დახმარება და რეაბილიტაცია;

გ) განსაზღვროს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების თავისებურებები;

დ) განსაზღვროს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თავიდან აცილებისათვის, მის წინააღმდეგ ბრძოლისა და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციისათვის სახელმწიფო ორგანოების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და იურიდიული პირების თანამშრომლობის პრინციპებ