თავი IV — ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა სამართლებრივი დაცვა, დახმარება და რეაბილიტაცია
1. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლის სტატუსის მინიჭების საკითხს წყვეტს საკოორდინაციო საბჭოსთან შექმნილი მუდმივმოქმედი ჯგუფი პირის მიერ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებისთვის (თავშესაფრისთვის) ან შესაბამისი დაწესებულებისთვის მიმართვის შემდეგ, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) სავარაუდო მსხვერპლის თაობაზე ინფორმაციის მიღებიდან არაუგვიანეს 48 საათისა. საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული შესაბამისი ორგანო ვალდებულია მიიღოს ზომები პირისთვის ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლის სტატუსის მინიჭების საკითხის გადასაწყვეტად საჭირო ინფორმაციის დაუყოვნებლივ შესაკრებად და საკოორდინაციო საბჭოსთან შექმნილი მუდმივმოქმედი ჯგუფისთვის დაუყოვნებლივ მისაწოდებლად.
2. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლის სტატუსის მინიჭების შემთხვევაში პირს ეძლევა უფლება, მიმართოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებას (თავშესაფარს) და ისარგებლოს ამ თავით გათვალისწინებული უფლებებით.
3. დაზარალებულისა და პროცესის სხვა მონაწილისათვის ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლის სტატუსი არ წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლებებისა და მოვალეობების წარმოშობის საფუძველს.
4. საქართველოს მოქალაქეზე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირზე, რომელიც სხვა სახელმწიფოში ცნობილ იქნა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლად, ვრცელდება ამ თავით გათვალისწინებული დებულებები.
საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6301 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.
საქართველოს 2019 წლის 11 დეკემბრის კანონი №5462 – ვებგვერდი, 19.12.2019წ.
საქართველოს 2021 წლის 30 მარტის კანონი №423 – ვებგვერდი, 13.04.2021
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 30.03.2021-ის აქტით. ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
- 30.03.2021 კანონი №423
- 11.12.2019 კანონი №5462
- 25.05.2012 კანონი №6301
წინა რედაქცია (16.05.2006 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 11. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლის სტატუსი 1. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლის სტატუსის მინიჭების საკითხს წყვეტს საკოორდინაციო საბჭოსთან შექმნილი მუდმივმოქმედი ჯგუფი პირის მიერ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებისათვის (თავშესაფრისათვის) ან შესაბამისი დაწესებულებისათვის მიმართვის შემდეგ, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) სავარაუდო მსხვერპლის თაობაზე ინფორმაციის მიღებიდან არაუგვიანეს 48 საათისა. მუდმისაქართვმელოქს მეთავრობის დადგენი ჯლებით განსაზღვრუფლის შესაბამისი ორგანო ვალდგენბულია მიიღოს ზომებაი პირის, თვის აქდამიანით ვაჭრობის წ(ტრეფიკინგის) მს და უფლხვებრპლის სტამოტუსილს მინიჭების საკითხის განდასაზღწყვეტად საჭირო ინფორმაციის დაუყოვნებლივ შესაკრებად და საკოორდინაციო საბჭოსთან შექმნილი მუდმივმოქმედი ჯგუფისთვის დაუყოვნებლივ მისაწოდებლად. 2. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლის სტატუსის მინიჭების შემთხვევაში პირს ეძლევა უფლება, მიმართოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებას (თავშესაფარს) და ისარგებლოს ამ თავით გათვალისწინებული უფლებებით. 3. დაზარალებულისა და პროცესის სხვა მონაწილისათვის ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლის სტატუსი არ წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლებებისა და მოვალეობების წარმოშობის საფუძველს. 4. საქართველოს მოქალაქეზე, საქართველოში მსტატუდმსივადს მცხქოვრნებ მოქალაქეობის არმქონე პირზე, რომელიც სხვა სახელმწიფოში ცნობილ იქნა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლად, ვრცელდება ამ თავით გათვალისწინებული დებულებები.