თავი IV — ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა სამართლებრივი დაცვა, დახმარება და რეაბილიტაცია
1. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლს, დაზარალებულს უფლება აქვს, მოითხოვოს მისთვის ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის შედეგად მიყენებული მორალური, ფიზიკური ან ქონებრივი ზიანის ანაზღაურება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ზიანის ანაზღაურების მიუხედავად, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლს, დაზარალებულს უფლება აქვს, მისთვის ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის შედეგად მორალური, ფიზიკური ან ქონებრივი ზიანის მიყენებისთვის მოითხოვოს ერთჯერადი კომპენსაცია, რომელსაც გასცემს სააგენტო საკოორდინაციო საბჭოს მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად.
საქართველოს 2019 წლის 11 დეკემბრის კანონი №5462 – ვებგვერდი, 19.12.2019წ.
საქართველოს 2021 წლის 30 მარტის კანონი №423 – ვებგვერდი, 13.04.2021
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 30.03.2021-ის აქტით. ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 30.03.2021 კანონი №423
- 11.12.2019 კანონი №5462
წინა რედაქცია (16.05.2006 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 16. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლის, დაზარალებულის უფლება ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე 1. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლს, დაზარალებულს უფლება აქვს, მოითხოვოს მისთვის ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის შედეგად მიყენებული მორალური, ფიზიკური ან ქონებრივი ზიანის ანაზღაურება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. თამ მუ შხლის პირვეუძლი პუნქტის შესაბამისად ზიანის ანაზღაურელბის მიუხედავად, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლისათვის, დაზარალებულის უფლება აქვს, მისთვის ადამიყეანეით ვაჭრობული ზს (ტრეფიაკინგის) დანაზღშაურლის შებდეგა ად მ მუხორალურის პ, ფირველზი პკური ან ქტის შონესაბრივი ზიამნისად, მასზიყე ფონდებიდან გასთვიცეს მოითხოვოს ერთჯერადი კომპენსაცია, რომელსაქც გართვსცელომს კსააგენტონმ საკოორდებლინაციო საბჭოს მითერ დადგენმტკიცებული წესითს შესაბამისად.