1
.
საზღვარგარეთ

საქართველოს

დიპლომატიური წარმომადგენლობები და

საკონსულო დაწესებულებები თანამშრომლობენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს სხვა შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან, რათა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლზე, დაზარალებულზე უმოკლეს ვადაში გასცენ პირადობის მოწმობა ან
/
და საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობა და უზრუნველყონ საქართველოში მისი უსაფრთხო დაბრუნების

ხელშეწყობა
.

2. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა უსაფრთხო და ნებაყოფლობითი დაბრუნების მიზნით საქართველოს სახელმწიფო ორგანოები თანამშრომლობენ უცხო ქვეყნების შესაბამის ორგანოებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და არასამეწარმეო იურიდიულ პირებთან.

საქართველოს 2012 წლის 12 ივნისის კანონი №6439 – ვებგვერდი, 22.06.2012წ.

თავი IV1. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლ, დაზარალებულ არასრულწლოვანთა სოციალური და სამართლებრივი დაცვა, დახმარება და რეაბილიტაცია

საქართველოს 2012 წლის 10 აპრილის კანონი №6012 – ვებგვერდი, 30.04.2012