1. უცხოელი, რომელიც არის საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის მსხვერპლი, დაზარალებული, სარგებლობს იმავე უფლებებით, რომლებიც ამ კანონით გათვალისწინებულია ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლისათვის, დაზარალებულისათვის.
2. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლი, დაზარალებული, რომელიც არის უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი, თავისუფლდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 185-ე მუხლით განსაზღვრული ქმედებისათვის გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან.
3. დაუშვებელია მოსაფიქრებელი ვადის განმავლობაში საქართველოდან იმ უცხოელის გაძევება, რომლის შესახებაც არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ იგი შეიძლება იყოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლი, დაზარალებული.
4. მოსაფიქრებელი ვადის განმავლობაში ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ პირზე ბინადრობის მოწმობას გასცემს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების (თავშესაფრის) ან პროცესის მწარმოებელი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე. ინფორმაცია, რომლითაც ხდება შუამდგომლობაში მითითებული პირის იდენტიფიცირება, საიდუმლო ინფორმაციაა და მისი გამჟღავნება ისჯება კანონით. შესაბამისი სახელმწიფო ორგანო აღნიშნული ინფორმაციის გასაიდუმლოების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით.
5. თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული პირი გადაწყვეტს, სისხლის სამართლის პროცესში შესაბამის დანაშაულზე ითანამშრომლოს სამართალდამცავ ორგანოებთან, მას სისხლის სამართლის პროცესის ან/და სამოქალაქო პროცესის დასრულებამდე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ეძლევა ბინადრობის მოწმობა. ამ პერიოდის განმავლობაში მას აგრეთვე უფლება აქვს იმუშაოს საქართველოს ტერიტორიაზე და ისარგებლოს საქართველოს შრომის კანონთა კოდექსით დადგენილი შრომითი უფლებებითა და გარანტიებით.
6. მოსაფიქრებელი ვადის გასვლის ან შესაბამისი სისხლის სამართლის პროცესის დასრულების შემდეგ სახელმწიფო იღებს სათანადო ზომებს უცხოელის, რომელიც არის ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლი, დაზარალებული, უსაფრთხო დაბრუნებისათვის მისი წარმოშობის სახელმწიფოში.
7. შესაბამისი სისხლის სამართლის პროცესის დასრულების შემდეგ უცხოელს, რომელიც არის ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლი, დაზარალებული, მისი თხოვნის საფუძველზე საქართველოს ტერიტორიაზე შეიძლება მიეცეს თავშესაფარი, თუ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ წარმოშობის სახელმწიფოში დაბრუნების შემთხვევაში მის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას საფრთხე დაემუქრებ