1. უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლ, დაზარალებულ არასრულწლოვანზე ამ კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით გაიცემა ბინადრობის ნებართვა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების ან პროცესის მწარმოებელი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე.
2. უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლი, დაზარალებული არასრულწლოვანი არ შეიძლება დაბრუნებულ იქნეს უცხო სახელმწიფოში, თუ არსებობს ვარაუდი, რომ დაბრუნების შემთხვევაში მისი უსაფრთხოება არ იქნება უზრუნველყოფილი. ასევე გათვალისწინებული უნდა იქნეს აღნიშნული პირის განსაკუთრებული საჭიროებები, ფსიქოლოგიური თუ ჯანმრთელობის მდგომარეობა.
3. უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლი, დაზარალებული არასრულწლოვანის ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინებით, მისი დახმარებისა და რეაბილიტაციის მიზნით სახელმწიფო დაწესებულებები საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით ახორციელებენ შესაბამის პროგრამებს.
საქართველოს 2012 წლის 10 აპრილის კანონი №6012 – ვებგვერდი, 30.04.2012წ.
საქართველოს 2025 წლის 2 აპრილის კანონი №422 – ვებგვერდი, 03.04.2025წ.
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 02.04.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 02.04.2025 კანონი №422
- 10.04.2012 კანონი №6012
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (30.11.2023 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 214 . უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლ, დაზარალებულ არასრულწლოვანთა სტატუსი და რეპატრიაცია 1. უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლ, დაზარალებულ არასრულწლოვანზე ამ კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით გაიცემა ბინადრობის ნებართვა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების ან პროცესის მწარმოებელი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე. 2. უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლი, დაზარალებული არასრულწლოვანი არ შეიძლება დაბრუნებულ იქნეს უცხო სახელმწიფოში, თუ არსებობს ვარაუდი, რომ დაბრუნების შემთხვევაში მისი უსაფრთხოება არ იქნება უზრუნველყოფილი. ასევე გათვალისწინებული უნდა იქნეს აღნიშნული პირის განსაკუთრებული საჭიროებები, ფსიქოლოგიური თუ ჯანმრთელობის მდგომარეობა. 3. უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლი, დაზარალებული არასრულწლოვნისარასრულწლოვანის ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინებით, მისი დახმარებისა და რეაბილიტაციის მიზნით სახელმწიფო დაწესებულებები არასამთავრობოსაზოგადოებრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით ახორციელებენ შესაბამის პროგრამებს. თავი V. საქართველოს საერთაშორისო თანამშრომლობა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 02.04.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 15, 16/05/2006.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება