1. მონაწილე სახელმწიფო, რომლის მოქალაქე ან მუდმივად მცხოვრები პირი არის ტრეფიკინგის მსხვერპლი მიმღებ სახელმწიფოში შესვლის მომენტისათვის, ვალდებულია ხელი შეუწყოს და მიიღოს უკან დაბრუნებული ასეთი პირი დაუსაბუთებელი და არაგონივრული დაყოვნების გარეშე, მისი პირადი უსაფრთხოების დაცვის პირობით.

2. თუ მონაწილე სახელმწიფო ტრეფიკინგის მსხვერპლს აბრუნებს იმ მონაწილე სახელმწიფოში, რომლის მოქალაქეც იყო ეს პირი ან რომელშიც იგი მუდმივად ცხოვრობდა მიმღები სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესვლის მომენტისათვის, მაშინ დაბრუნების პერიოდში ამ პირის პირადი უსაფრთხოება უნდა იყოს დაცული და ტრეფიკინგის ფაქტზე აღძრული ნებისმიერი სამართალწარმოება მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული; სასურველია, პირის დაბრუნება მოხდეს ნებაყოფლობით.

3. მიმღები სახელმწიფოს მოთხოვნით, მოთხოვნის მიმღებმა წევრმა სახელმწიფომ დაუსაბუთებელი ან არაგონივრული დაყოვნების გარეშე უნდა შეამოწმოს, იყო თუ არა ტრეფიკინგის მსხვერპლი მისი მოქალაქე ან მუდმივად მცხოვრებ პირი მიმღები სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესვლის მომენტში.

4. სათანადო დოკუმენტაციის არმქონე ტრეფიკინგის მსხვერპლის დაბრუნების ხელშეწყობის მიზნით, მონაწილე სახელმწიფომ, რომლის მოქალაქე ან მუდმივი მცხოვრებ იყო ეს პირი მიმღები სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესვლის მომენტისათვის, მიმღები სახელმწიფოს მოთხოვნით უნდა გასცეს ისეთი სამგზავრო დოკუმენტები ან სხვა ნებართვა, რომელიც აუცილებელია ამ პირის მიერ მის ტერიტორიაზე დაბრუნებისა და შესვლისათვის.

5. ეს მუხლი არ ხელყოფს მიმღები სახელმწიფოს შიდა კანონმდებლობით ტრეფიკინგის მსხვერპლთათვის მინიჭებულ უფლებებს.

6. ეს მუხლი არ ხელყოფს ნებისმიერ ორმხრივ თუ მრავალმხრივ ხელშეკრულებას ან შეთანხმებას, რომელიც მთლიანად ან ნაწილობრივ არეგულირებს ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაბრუნების საკითხს.

III. აღკვეთის, თანამშრომლობისა და სხვა ღონისძიებე