1. მონაწილე სახელმწიფოთა სამართალდამცავი, საიმიგრაციო და სხა შესაბამისი უწყებები, საჭიროების მიხედვით, ერთმანეთთან ითანამშრომლებენ ინფორმაციის გაცვლის გზით, მათი შიდა კანონმდებლობების შესაბამისად, რათა დადგინდეს:
(a) არიან თუ არა ტრეფიკერები ან ტრეფიკინგის მსხვერპლნი ის პირები, რომლებიც სხვისი სამგზავრო დოკუმენტებით ან სამგზავრო დოკუმენტების გარეშე კვეთენ ან ცდილობენ გადაკვეთონ საერთაშორისო საზღვარი;
(b) რა სახის სამგზავრო დოკუმენტები იქნება გამოყენებული ან რა სახის სამგზავრო დოკუმენტების გამოყენების მცდელობას ჰქონდა ადგილი საერთაშორისო საზღვრის გადაკვეთის დროს ტრეფიკინგის დანაშაულის ჩადენის მიზნით; და
(c) დამნაშავეთა ორგანიზებული ჯგუფების მიერ ტრეფიკინგის მიზნით გამოყენებული საშუალებები და მეთოდები, მათ შორის მსხვერპლთა დაქირავება და ტრანსპორტირება, ასეთ ჯგუფებსა და ტრეფიკინგში მონაწილე პირებს შორის არსებული კავშირები და მარშრუტები და მათი გამოვლენის შესაძლო გზები.
2. მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ ან გააძლიერებენ სამართალდამცავი, საიმიგრაციო და სხვა შესაბამისი უწყებების თანამშრომლების მომზადებას ტრეფიკინგის აღკვეთის სფეროში. მოსამზადებელი კურსები უნდა ეხებოდეს ტრეფიკინგის აღკვეთის მეთოდებს, ტრეფიკინგის დანაშაულის ჩამდენთა სისხლისსამართლებრივი დევნის საკითხებს და მსხვერპლთა უფლებების დაცვას, მათ შორის მათ დაცვას დამნაშავეებისაგან. მოსამზადებელი კურსები უნდა მოიცავდეს ადამიანის უფლებათა და ბავშვთა დაცვის, ასევე გენდერულ საკითხებს, აგრეთვე ყურადღებას უთმობდეს თანამშრომლობას არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სხვა შესაბამის დაწესებულებებთან და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლებთან.
3. ინფორმაციის მიმღები მონაწილე სახელმწიფო ვალდებულია შეასრულოს ინფორმაციის მიმწოდებელი მონაწილე სახელმწიფოს ნებისმიერი მოთხოვნა ამ ინფორმაციის შეზღუდულ გამოყენებასთან დაკავშირები