1. შესაბამის შემთხვევებსა და შიდა კანონმდებლობით დაშვებულ ფარგლებში, თითოეული მონაწილე სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას ტრეფიკინგის მსხვერპლთა პირადი ცხოვრება და ვინაობა, მათ შორის inter alia, ტრეფიკინგთან დაკავშირებული სამართალწარმოების კონფიდენციალურობა.
2. თითოეული მონაწილე სახელმწიფოს სამართლებრივი ან ადმინისტრაციული სისტემა უნდა ითვალისწინებდეს ისეთ ღონისძიებებს, რომელთა საფუძველზეც ტრეფიკინგის მსხვერპლი უზრუნველყოფილი უნდა იყოს:
(a) ინფორმაციით შესაბამის სასამართლო და ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაზე;
(b) დახმარების გაწევით იმ მიზნით, რომ მისი შეხედულებები და პრობლემები წარმოდგენილ და მხედველობაში მიღებულ იქნეს დამნაშავეთა წინააღმდეგ სისხლის სამართალწარმოების შესაბამის ეტაპზე, დაცვის მხარის უფლებების შეუზღუდავად.
3. თითოეულმა მონაწილე სახელმწიფომ უნდა განიხილოს იმპლემენტაციის ისეთი ზომების მიღების შესაძლებლობა,რომლებიც ხელს შეუწყობს ტრეფიკინგის მსხვერპლთა ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ და სოციალურ გამოჯანმრთელებას, მათ შორის, შესაბამის შემთხვევებში არასამთავრობო ან სხვა ორგანიზაციებსა და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლებთან თანამშრომლობის გზით; კერძოდ, მონაწილე სახელმწიფოებმა ისინი უნდა უზრუნველყონ:
(a) შესაბამისი საცხოვრებელი პირობებით;
(b) მათთვის გასაგებ ენაზე გაწეული კონსულტაციითა და ინფორმაციით, განსაკუთრებით მათ უფლებებთან დაკავშირებით;
(c) სამედიცინო, ფსიქოლოგიური და მატერიალური დახმარებით; და
(d) დასაქმებით, განათლებითა და სწავლებით.
4. ამ მუხლის დებულებათა გამოყენების დროს თითოეულმა მონაწილე სახელმწიფომ უნდა გაითვალისწინოს ტრეფიკინგის მსხვერპლთა ასაკი, სქესი და სპეციალური მოთხოვნილებები, განსაკუთრებით ბავშვების სპეციალური მოთხოვნილებები, სათანადო საცხოვრებელი პირობების, განათლებისა და მზრუნველობის ჩათვლით.
5. თითოეული მონაწილე სახელმწიფო უნდა ეცადოს, რომ უზრუნველყოს ტრეფიკინგის მსხვერპლთა ფიზიკური უსაფრთხოება, სანამ ისინი იმყოფებიან მათ ტერიტორიაზე.
6. თითოეულმა მონაწილე სახელმწიფომ შიდა სამართლებრივ სისტემაში უნდა უზრუნველყოს ისეთი მექანიზმების არსებობა, რომელიც ტრეფიკინგის მსხვერპლს საშუალებას მისცემს, მიიღოს კომპენსაცია მიყენებული ზიანისათვი