1. ამ ოქმის მე-6 მუხლში ჩამოყალიბებულ ღონისძიებებთან ერთად, თითოეულმა მონაწილე სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ისეთი საკანონმდებლო ან სხვა სათანადო ზომების მიღებაზე, რომლებიც შესაბამის შემთხვევაში ტრეფიკინგის მსხვერპლს მის ტერიტორიაზე დროებით ან მუდმივად დარჩენის ნებას რთავს.

2. ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული დებულებების განხორციელებისას თითოეულმა მონაწილე სახელმწიფომ სათანადოდ უნდა გაითვალისწინოს ჰუმანურობისა და თანაგრძნობის ფაქტორებ