საერთაშორისო დაცვის მქონე პირის რეპატრიაციის განსახორციელებლად სამინისტრომ უნდა დაიცვას შემდეგი პირობები:

ა) რეპატრიაცია ნებაყოფლობითი უნდა იყოს და იგი ამ კანონის აღსრულებისთვის პასუხისმგებელმა სახელმწიფო უწყებებმა უნდა განახორციელონ;

ბ) რეპატრიაციის შესახებ საერთაშორისო დაცვის მქონე პირის ნება წერილობით უნდა იქნეს გამოხატული;

გ) საერთაშორისო დაცვის მქონე პირს უნდა მიეწოდოს ყველა ხელმისაწვდომი ინფორმაცია წარმოშობის ქვეყანაში არსებული მდგომარეობისა და ამ ქვეყანაში დაბრუნების შესაძლო შედეგების შესახე