სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო:
ა) სამინისტროს მიერ გაცემული თავშესაფრის მაძიებლის ცნობის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად თავშესაფრის მაძიებელზე გასცემს დროებით საიდენტიფიკაციო მოწმობას, ხოლო საერთაშორისო დაცვის მქონე პირზე – დროებითი ბინადრობის მოწმობას;
ბ) საქართველოს კანონმდებლობის თანახმად ლტოლვილზე ან დამატებითი დაცვის მქონე პირზე გასცემს, შესაბამისად, სამგზავრო დოკუმენტს ან სამგზავრო პასპორტს;
გ) თავშესაფრის მაძიებლის ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირის მიმართვის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციას და გასცემს შესაბამის მოწმობას;
დ) თავშესაფრის პროცედურის ეფექტიანად აღსრულებისთვის და საერთაშორისო დაცვის მქონე პირის სოციალურ-ეკონომიკური გარანტიების უზრუნველსაყოფად სამინისტროს უზიარებს ინფორმაციას თავშესაფრის მაძიებელზე ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირზე დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის, დროებითი ბინადრობის მოწმობის ან სამგზავრო დოკუმენტის/სამგზავრო პასპორტის გაცემის, მის მიერ საქართველოს მოქალაქეობის ფლობის/მოპოვების, აგრეთვე მისი გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირები