თავი X — ადმინისტრაციულ ორგანოთა უფლებამოსილებანი და ვალდებულებანი. საერთაშორისო თანამშრომლობა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო:
ა) თავშესაფრის მაძიებლისა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირის მიერ ზოგადი განათლების მიღების მხარდაჭერის მიზნით უზრუნველყოფს ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების ხელშეწყობას. თავშესაფრის მაძიებლისა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირის ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე (გარდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ განხორციელებული ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამისა) ჩარიცხვის წესი, ამ პროგრამის შინაარსი, განხორციელების ვადები და დაფინანსების წესი განისაზღვრება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანებით;
ბ) უზრუნველყოფს თავშესაფრის მაძიებლისა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირის მიერ ამ კანონის 66-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით, 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტითა და 71-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობას;
გ) ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, სამინისტროს მოთხოვნის საფუძველზე უგზავნის მას ინფორმაციას თავშესაფრის მაძიებლისა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირის მიერ ამ კანონის 66-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით, 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტითა და 71-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობის შესახებ;
დ) ადგილობრივი ინტეგრაციის საკითხებზე თანამშრომლობს სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან.
საქართველოს 2025 წლის 10 დეკემბრის კანონი №1201 – ვებგვერდი, 16.12.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 10.12.2025-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 10.12.2025 კანონი №1201
წინა რედაქცია (07.07.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 84. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო: ა) თავშესაფრის მაძიებლისა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირის მიერ ზოგადი განათლების მიღების მხარდაჭერის მიზნით უზრუნველყოფს ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების ხელშეწყობას. თავშესაფრის მაძიებლისა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირის ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე (გარდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ განხორციელებული ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამისა) ჩარიცხვის წესი, ამ პროგრამის შინაარსი, განხორციელების ვადები და დაფინანსების წესი განისაზღვრება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანებით; ბ) უზრუნველყოფს თავშესაფრის მაძიებლისა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირის მიერ ამ კანონის 66-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით, 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტითა და 71-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობას; გ) ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, სამინისტროს მოთხოვნის საფუძველზე უგზავნის მას ინფორმაციას თავშესაფრის მაძიებლისა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირის მიერ ამ კანონის 66-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით, 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტითა და 71-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობის შესახებ; დ) ადგილობრივი ინტეგრაციის საკითხებზე თანამშრომლობს სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან.