ეროვნული ცნობათა ბიურო ასევე ვალდებულია შეაგროვოს 136-ე მუხლში მითითებული დაცვის ქვეშ მყოფი პირების მიერ დატოვებული პირადი ნივთები, კერძოდ, იმ პირების, რომლებიც რეპატრიაციის, გათავისუფლების, გაქცევის ან გარდაცვალების შედეგად დარჩათ ისინი, და უზრუნველყოს მათი გადაცემა შესაბამის პირებზე უშუალოდ ან, საჭიროების შემთხვევაში, ცენტრალური სააგენტოს მეშვეობით. ნივთები ბიუროს ეგზავნება დალუქული გზავნილებით, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს განცხადება, რომელიც შეიცავს მფლობელის ვინაობის დასადგენად საჭირო მონაცემებს და გზავნილის შემადგენლობის სრულ ნუსხას. აღნიშნული ნივთების მიღებისა და გაგზავნის შესახებ უნდა წარმოებდეს დეტალური აღრიცხვა.
ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენცია „ომის დროს სამოქალაქო მოსახლეობის დაცვის შესახებ“ · რედაქცია 12.08.1949
მუხლი 139
თავი XII — გათავისუფლება, რეპატრიაცია და ნეიტრალურ ქვეყნებში განთავსება
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენცია „ომის დროს სამოქალაქო მოსახლეობის დაცვის შესახებ“, კონსოლიდირებული რედაქცია 12.08.1949. გამოქვეყნება: ვებგვერდი, 23/07/2026.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენცია „ომის დროს სამოქალაქო მოსახლეობის დაცვის შესახებ““, მუხლი 139, №12081949-04, 12.08.1949, სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016863 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.08.1949). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6946908/muxli-139/